საუკეთესო ნატურალური საფაღარათო საშუალებები, რომლებიც უნდა მივიღოთ ნაწლავების გასაწმენდად

სტატიაში შემოგთავაზებთ მსუბუქი საფაღარათო ეფქტის მქონე  ნატურალურ პროდუქტთა ჩამონათვალს. მათი ყოველდღიურ რაციონში ჩართვით შეძლებთ ყაბზობისგან, ნაწლავების სხვა დაავადებებისგან, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას და ერთი თვის განმავლობაში, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე,  შეძლებთ 5-7 კილოგრამის დაკარგვას.

1. ხილი და კენკროვანი კულტურები

ანტიოქსიდანტებით, საკვები ნივთიერებებით, ბოჭკოებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი და კენკროვანი კულტურები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. გარდა იმისა, რომ მოცემული პროდუქტები ადვილად მოსანელებელია, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

მაგალითად, ბანანი მდიდარია ბოჭკოებით, რომლებიც მსუბუქი საფაღარათო საშუალებებია, აგრეთვე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას.

ვაშლი მდიდარია პექტინით. პექტინი ასტიმულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს მას ბოჭკოებით და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.

ნესვი დღის საუკეთესო დასაწყისია, რადგან ხელს უწყობს  საჭმლის მონელებას.

კენკროვანი კულტურები გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით. მიიღეთ ყოველდღიურად მოცვი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი.

2. ქლიავი

ქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, A ვიტამინით, კალიუმით, რკინით, ბოჭკოებით. გარდა ამისა, ქლიავი ნაწლავებს უზრუნველყოფს სასარგებლო ბაქტერიებით და საუკეთესოა მსხვილი ნაწლწვის გასაწმენდად. სასურველია,  დიეტაზე ყოფნის დროს მიირთვათ ქლიავი.

3. ალოე ვერა

ალოე ვერა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა. ალოე ვერას ფოთოლი სავსეა გელით, რომელიც შეიცავს მინარალებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, ფიტონუტრიენტებს, ფერმენტებს.

მიიღეთ 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ. კ. ალოეს გელი და უმარტივესი გზით გათავისუფლდით მოცემული პრობლემისგან.

4. კაიენის წიწაკა, ჯანჯაფილი, კურკუმა

მოცემულ პროდუქტებით მომზადებული კერძების მირთმევა  ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და მოქმედებს როგორც მსუბუქი საფაღარათო საშუალებები. მაგალითად, კაიენის წიწაკას მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, რომელთაგან ერთ-ერთია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება, ფერმენტებისა და კუჭის წვენის ნაკადის გაზრდა.

ნედლი ჯანჯაფილი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას, უზრუნველყოფს დამხმარე ფერმენტებს, რომლებიც აქტიურად აღმოფხვრის კანცეროგენებს საკვებიდან.

5. პამიდორი

პამიდორი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. პამიდორი მდიდარია C, A და K_ვიტამინებით. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

6. ომეგა-3

სელის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთები საუკეთესო მსუბუქი საფაღარათო საშუალებებია. შეეცადეთ, კერძების მომზადების დროს გამოიყენოთ მოცემული ზეთები.

7. ქოქოსის ზეთი

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნაწლავების ფუნქციას. მოგიხსნით ბუასილით გამოწვეულ ტკივილებს, გაღიზიანებას, ამცირებს ანთებას, აჩქარებს ქსოვილების აღადგენასა და შეხორცებას.

მიიღეთ დღეში 1-2 ს. კ. ქოქოსის ზეთი, მოიგვარეთ მოცემული პრობლემა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა  პრობლემებიც.

8. ნედლი თესლეული და თხილეული

მზესუმზირა, ჩია, სეზამი, სელი, გოგრა, ნუში, ნიგოზი მდიდარია ბოჭკოებით, E ვიტამინით, ცილებით, თუთიითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.

9. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი

წყალი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. წყალი ატენიანებს ნაწლავებს და ხელს უწყობს ყაბზობისგან გათავისუფლებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!