ადამიანებს განსხვავებული ტიპის კანი აქვთ. ზოგს ძალიან ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები აქვს, ზოგს_მშრალი და აქერცლილი კანი.
გაფართოებული ფორები საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურება. ფორების შესავიწროებლად უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს ან საკმაოდ ძვირადღირებულია.
საბედნიეროდ, უამრავი უსაფრთხო და ეფექტური ხელნაკეთი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებითაც უმოკლეს დროში შეძლებთ გაფართოებული ფორების შევიწროებას, კანი გახდება გლუვი, ბევრად უფრო სუფთა და ჯანსაღი.
1. თაფლი და შაქარი
ნიღაბის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი და შაქარი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და
მომზადებული მასა დაიტანეთ დატენიანებულ კანზე და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ ყინულის კუბიკით დაიმუშავეთ.
პროცედურა ჩაიტარეთ დილით, გაღვიძებისთანავე.
2. წყლის ტემპერატურა
გაითვალისწინეთ, ცხელი წყალი აფართოებს ფორებს, ამიტომ თუ თქვენ მოცემული პრობლემა აღგენიშნებათ, სახე ცივი წყლით დაიბანეთ ხომე.
3. ნუში
მუჭა ნუში დანაყეთ, დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
ყოველ საღამოს, ძილის წინ, მომზადებული საშუალება შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.