ამ საშუალებას საკუთარი ხელით წლებია ვამზადებ. მის მიღებას ვურჩევ ყველას, ვისაც სისხლის მიმოქცევა აქვს დარღვეული

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას. სამი სასარგებლო ინგრედიენტის კომბინაციას მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. მოცემული საშუალების დახმარებით შეძლებთ ართრიტის, ინფექციებისა და გრიპის მკურნალობას ან პრევენციას. სასმელი წმენდს ღვიძლს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აგარიდებთ გულის დაავადებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნიტეტს.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 4 დიდი თავი
  • ჯანჯაფილის 1 ფესვურა
  • წყალი 4 ლ
  • ლიმონი 4 ცალი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ნიორი გაარჩიეთ. ლიმონი და ჯანჯაფილი კანისგან გაასუფთავეთ, დაჭერით.
  2. ნიორი, ლიმონი და ჯანჯაფილი  დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ წყალი, აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ბუშტები წარმოიქმნება, ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  3. სასმელის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე. მიღების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ. ნივრის სუნზე არ ინერვიულოთ, რადგან მას ლიმონი ანეიტრალებს.

სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.

თუ გაწუხებთ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წყლულოვანი დაავადებები, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!