შემოგთავაზებთ უგემრიელესი და უმარტივესად მოსამზადებელი დასერტის რეცეპტს. განუმეორებელი გემოსა და ვიზუალის მქონე ნუგბარი პატარების აღფრთოვანებასაც კი იწვევს.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 400 გრ
- ვაფლი (ლიმონის) 400 გრ
- არაჟანი 2-3 ს. კ.
მომზადების წესი:
- დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ცხიმიანობის ხაჭო. ხაჭო გაატარეთ საცერზე და დაამატეთ არაჟანი. ვაფლი დატეხეთ და დაამატეთ ხაჭოს. თუ ძლიერი ბლენდერი გაქვთ ინგედიენტები ერთად დააბლენდერეთ, შეგიძლიათ ცალ-ცალკე დააბლენდოროთ და შემდეგ აურიოთ.
- აიღეთ თქვენთვის სასურველი ფორმის საშუალო ზომის ღრმა თეფში. დააფინეთ მასზე სამზარეულოს ცელოფანი. გადაიტანეთ მომზადებული მასა და ხელით კარგად დატკეპნეთ. შემდეგ გადააფარეთ ცელოფანი და 5-6 საათით შედეთ მაცივარში.
მომზადებული მასა გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი. მოამზადეთ თეთრი საოცრება, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!