პლასტმასის ჩარჩოებიდან ყვითელი ნადები უკვალოდ გაქრება, თუ მარტივ ხრიკს მიმართავთ

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩარჩოებს მოაშოროთ სიყვითლე ისე, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ.

დროთა განმავლობაში ზოგიერთი ხარისხის მეტალოპლასტმასის ჩარჩოები ყვითლდება. ჩარჩოების გაყვითლებას ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს. არ ინერვილოთ თუ თქვენი ფანჯრების ჩარჩოები გაყვითლდა. ამ პრობლემას სარეცხი საპნის დახმარებით გადაჭრით.

მარტივი, ბიუჯეტური და უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სარეცხი საპონი (72%-იანი), დაახლოებით ნახევარი კალაპოტი
  • ცხელი წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • სოდა 5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სარეცხი საპონი გახეხეთ, დაასხით ცხელი წყალი და აურიეთ. შემდეგ შეურიეთ სოდა.
  2. მომზადებული მასა გააგრილეთ და რბილი ღრუბლის დახმარებით ჩარჩოები გაწმინდეთ. ეფექტური შედეგის მისაღებად ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ ჩამოწმინდეთ.

რეგულარულად გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩარჩოების გასაწმენდად და შეუნარჩუნეთ მათ სიქათქათე.