ბევრი ჩვენგანისთვის წონის დაკლება რთულ ვარჯიშებთან და მკაცრ დიეტებთან ასოცირდება, თუმცა კალორიების დაწვა ბევრად უფრო მარტივი საშუალებებითაც შეგიძლიათ. ნახეთ რომელი უჩვეულო მეთოდები შეგიწყობთ ხელს ამაში:
10. საყიდლებზე სიარული
ეს პროცესი იმაზე უფრო დამღლელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. პირველ რიგში იგი 2-3 საათს გრძელდება და თანაც პარკების ტარება წონების აწევას გავს. სამ საათიანი საყიდლებზე სიარულის პროცესი ველოსიპეტზე 1 საათიან ჯდომას უდრის და 500 კალორიას წვავს.
9. წმენდა
სახლის გაწმენდის 30 წუთიანი პროცესი საშუალოდ 85 კალორიას დაგაწვევინებთ.
8. ღვინო
ერთი ჭიქა მშრალი წითელი ღვინის დალევა 1 საათიან ვარჯიშს უდრის. მისი ელემენტები გულის და კუნთების პროდუქტიულობას აჩქარებს, რის გამოც თეთრ ცხიმებს ორგანიზმი ყავისფერ ცხიმებად გარდაქმნის.
7. სიმღერა
სიმღერა უამრავ კუნთს ამუშავებს და იდეალური ვარჯიშია. 100 კალორიის დასაწვავად 1 საათის განმავლობაში სიმღერა საკმარისია.
6. ძილი
თუ 1 თვის განმავლობაში შიშველი დაიძინებთ, თქვენ ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის უჯრედების რაოდენობა და მეტაბოლიზმის აქტივობები გაიზრდება.
5. სისხლის დონაცია
კვლევების მიხედვით ადამიანები 500 მლ. სისხლის დონაციისას 650 კალორიას წვავენ.
4. კოცნა
ერთი საათის განმავლობაში კოცნა 60 კალორიის დაწვის იდეალური საშუალებაა.
3. სიცილი
10-15 წუთის განმავლობაში სიცილით თქვენ შეგიძლიათ 10-40 კალორიის დაწვა. რაც უფრო ემოციურად გაიცინებთ, მით უფრო მეტი კალორიების დაწვას შეძლებთ ამ მეთოდით.
2. მამაკაცი პარტნიორი
კვლევების მიხედვით ქალები უფრო ნაკლებს ჭამენ მაშინ, როდესაც მამაკაც პარტნიორტან ერთად იმყოფებიან.
1. საშინელებათა ფილმები
მეცნიერების თქმით მსგავსი ჟანრის ფილმების ყურება ადრენალინის პროდუქტციის სტიმულირებას იწვევს. ადრენალინი ამცირებს მადას და აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს.