ხაჭოს ამ უგემრიელესი კექსის გამოცხობა პატარა დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ

შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი, ნაზი, არომატული და  ფუმფულა კექსების რეცეპტებს. ამ გემრიელობის მომზადება პატარა დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 200 გრ
  • არაჟანი 2 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 2 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • 1 ჩ. კ. სოდა ძმრით
  • ვანილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, რიგრიგობით   შეათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი, გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით და მარილი. შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში.
  2. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  3. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ თქვენთვის სასურველ საცხობ ფორმაში. ფორმას აუცილებლად წაუსვით კარაქი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
  5. ოქროსფრად დაბრაწული დესერტი მზად არის ჩაის წვეულების გასაგემრიებლად.
  6. კექსი შეგიძლიათ დაფაროთ გამდნარი შოკოლადით.

ხაჭოს კექსი ლიმონით

შემოგთავაზებთ ლიმონის არომატით გაჯერებული კექსის რეცეპტს. ლიმონი ნამცხვრებს საოცარ გემოსა და სურნელს ჰმატებს. კექსი გამოდის სველი, მძიმე და ნასვრეტებიანი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემედგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • ფქვილი 200 გრ
  • შაქარი 170 გრ
  • კარაქი 1 ს. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. გახეხთ ლიმონი, გამოწურეთ წვენი, ანუ მთლიანად გამოიყენეთ.
  2. დარბილებულ კარაქს შეურიეთ შაქარი, ხაჭო, ლიმონი, კვერცხი, სოდა. მომზადებული მასა ცოტა ხნით დაასვენეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  3. თქვენთვის სასურველ საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.

კექსი შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!