შემოგთავაზებთ არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. ფერმენტირებული რძის პროდუქტი შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს კანს, ხდის მას ხავერდოვანს და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნიღბები გამორჩეულია კანისთვის აუცილებელი ვიტამინების მაღალი შემცველობით. მაგალითად: ვიტამინი A ვიტამინი აჩქარებს კოლაგენის სინთეზს. ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედის აღდგენას. ვიტამინი PP არეგულირებს კანზე სისხლის მიმოქცევას, ხოლო E ვიტამინი არეგულირებს წყლისა და ცხიმის ბალანსს და აახალგაზრდავებს კანს.
გარდა ამისა, არაჟანი შეიცავს კალციუმს, სპილენძს, ფოსფორსა და თუთიას. არაჟანი აღადგენს უჯრედს, კანს უნარჩუნებს ტენიანობას, ათანაბრებს კანის ტონის. არაჟნის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა წმენდს კანს, ხოლო ცილები უნარჩუნებს სილამაზეს.
ნიღბების გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მომზადებული მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დააკვირდით. თუ არ მოჰყვა რეაქცია, თამამად გამოიყენეთ.
დაიცავით არაჟნის ნიღბების მომზადების რამდენიმე წესი:
- აუცილებლად გამოიყენეთ ახალი და ნატურალური არაჟანი.
- თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, გამოიყენეთ უცხიმო არაჟანი, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში_ ცხიმიანი.
- არ მოამზადოთ ნიღაბი ლითონის ჭურჭელში. გამოიყენეთ პლასტმასის ან კერამიკის ჭურჭელი.
- არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი არ შეინახოთ. გამოიყენეთ ერთ ჯერზე და მომზადებისთანავე წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში ერთხელ. თუ თქვენ 45 წელს ზემოთ ხართ, გაიკეთეთ კვირაში რამდენჯერმე.
პერიოდულად ცვალეთ ნიღბების შემადგენლობა. შემოგთავაზებთ არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს.
თიხისა და А ვიტამინის ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი თიხა 25 გრ
- არაჟანი 50 გრ
- 1 ამპულა А ვიტამინი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები მოიშორეთ სველი ბამბით. შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით.
მოცემული ნიღაბი ათანაბრებს კანის ტონს, აღადგენს წყლის ბალანსს და თითქოს აცოცხლებს კანს.
კვერცხის ცილისა და ოხრახუშის ნიღაბი
ნიღბის მომზადებისა და გამოყენების წესები:
- არაჟანი 30 გრ
- ლიმონის წვენი 10 მლ
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- ოხრახუში დაჭრილი, დაახლოებით, ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მომზადებული მასა სქელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოცემული ნიღაბი ამკვრივებს სახის ოვალს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ამცირებს_ მსხვილს. ლიმონის წვენის წყალობით შეძლებთ კანის ტონის გათანაბრებას.
ლიმონის წვენით მომზადებული ნიღბები გაიკეთეთ საღამოს.
ბრინჯის ფქვილისა და კარტოფილის ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი 30 გრ
- კარტოფილი 1 ცალი
- თბილი რძე 30 მლ
- ბრინჯის ფქვილი 20 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ და ჩაჭყლიტეთ. გაგრილებულ კარტოფილს დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოცემული ნიღაბი არბილებს, კვებავს და წმენდს კანს.
სახამებლისა და სტაფილოს წვენის ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი 50 გრ
- კარტოფილის სახამებელი 10 გრ
- სტაფილოს წვენი 10 მლ
- 1 ცალი კვერცხის გული
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი ან დამატენიანებელი საცხი.
მოცემული ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს.