როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე თეთრ ნივთებს სარეცხი საპნის დახმარებით

თეთრი ნივთები დროთა განმავლობაში კარგავს სიქათქათეს, ჩნდება ლაქები. განსკუთრებით ზიანდება ბავშვების სამოსი. პატარების მაისურებზე ლაქები ძნელად მოსაშორებელია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათეთრებელი საშუალება არსებობს, არის შემთხვევებიც, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებთ.

შემოგთავაზებთ უმარტივეს და ძველ მეთოდს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი ბებიები და თავს იწონებდნენ ქათქათა თეთრეულითა და სამოსით.

  1. დაგჭირდებათ მხოლოდ 5 ლ წყალი და ნახევარი კალაპოტი სარეცხი საპონი
  2. წყალი აადუღეთ. სარეცხი საპონი გახეხეთ, დაამატეთ წყალს და მოურიეთ. ჩაყარეთ თეთრი ნივთები და ადუღეთ, დაახლოებით 1 საათი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ გაგრილებამდე და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

გამოიყენეთ სარეცხი საპონი იაფი, საოცრად ეფექტური საშუალება და დაუბრუნეთ თეთრ ნივთებს სიქათქათე, მოაშორეთ ძველი, ჩამჯდარი ჭუჭყი და ყვითელი ლაქები.