როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სისუფთავე და სითეთრე სამზარეულოსა და ვანა-ტუალეტის ფილებს

0
119

სულ ახლახან გააკეთეთ რემონტი, მაგრამ გაოცებული ხართ, რადგან  ფილებს შორის ნაკერები უკვე გამუქდა და განახლებას საჭიროებს. მისი გასუფთავება არც თუ ისე მარტივია, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, რომელთაც ხშირად ეხებით.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა ნებისმიერ დიასახლისს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, მცდელობას არ აკლებენ, უამრავ სხვადსხვა საშუალებას იყენებენ და ცდილობენ ფილებს შორის გამუქებული ხაზების გათეთრებას, მაგრამ უშედეგოდ. პირადად მე მრავალი საშუალება ვცადე და ასე კვლევა-ძიებაში აღმოვაჩინე რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომლთა საშუალებით ჩემი  სააბაზანო და სამზარეულო სისუფთავისგან ბრწყინავს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ფილებს შორის ნაკერების გასათეთრებელ რამდენიმე მეთოდს. მე და ჩემმა მეგობრებმა ეს მეთოდები ვცადეთ და შედეგით ყველანი კმაყოფილი და გაოცებული დავრჩით. ეს პრობლემა ყველა დიასახლისს აწუხებს, ამიტომ სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებას.

როგორ დავუბრუნოთ ფილებს შორის ხაზებს სითეთრე?

კორექტორი

ცადეთ და არ ინანებთ, ამ პრობლემური ადგილების გასათეთრებლად გამოიყენეთ კორექტორი, რომლის შეძენა ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში შეგიძლიათ. გამოყენებამდე კორექტორი კარგად შაენჯღრიეთ, შემდეგ ნაკერები შეღებეთ. თეთრი საღებავი გაშრება და პრობლემური ადგილებიც გათეთრდება.

კბილის პასტა

კბილის პასტას ხშირად იყენებენ როგორც გამწმენდ საშუალებას. ცნობილია, რომ ამ საშუალების წყალობით თქვენს საყვარელ ფეხსაცმელს დაუბრუნებთ სითეთრეს. გირჩევთ, სცადეთ და გამოიყენეთ ეს საოცარი საშუალება და გაათეთრეთ ფილებს შორის ნაკერები. აიღეთ კბილის ჯაგრისი და ხაზები ფრთხილად ამოავსეთ კბილის პასტით. როდესაც პასტა გაშრება ფილებს შორის ხაზები გათეთრდება.

ძმარი, სოდა და ლიმონის წვენი

მოცემული იგრედიენტები სოდა, ძმარი და ლიმონის წვენი კარგად აურიეთ მიიღებთ საუკეთესო საშუალებას, რომელის წყალობითაც  გაათეთრებთ ფილებს შორის ხაზებს.

ეფეტურ შედეგს მიიღებთ თუ სოდას, მათეთრებელს და წყალბადის ზეჟანგს (შემდეგი პროპორციით 1:2) კარგად აურევთ და გაწმენდთ ფილებს შორის ხაზებს.

თუ შეამჩნიეთ. რომ ფილებს შორის ხაზები გამუქდა, არ ინერვიულოთ, ამ პრობლემას ხალხური მეთოდების წყალობით მარტივად მოაგვარებთ.

იქნებ თქვენ ბევრად ეფექტური მეთოდები იცით და კარგი იქნება გამოცდილებას ჩვენც თუ გაგვიზიარებთ.