როგორ მოვაშოროთ ნებისმიერი სახის ლაქა სამოსიდან უკვალოდ

შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო საშუალებას, რომელთა დახმარებით თქვენს საყვარელ ნივთებს ლაქებს მოაშორებთ.

ჭურჭლის სარეცხი ჟელე

ზაფხულია. ცხელა. ნაყინით პირს იტკბარუნებდით და უცებ თქვენი საყვარელი პერანგი დაგილაქვდათ. არ ინერვიულოთ. სამოსი 10 წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში, დაამატეთ ჭურჭლის ჟელე, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

ამიაკის სპირტი

ნიშადურის სპირტი ცხიმის ლაქების საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ცხიმის ლაქას დაუყონებლივ დააყრით მარილს მას ადვილად მოაშორებთ სამოსს, ხოლო ჩამჯდარ ლაქას ამიაკის სპირტი გაუმკლავდება.

ასპირინი

ოფლის ლაქები შეგიძლიათ ასპირინის საშუალებით ამოიყვანოთ. 4 ჩ. ჭ თბილ წყალში ჩაყარეთ 4 აბი დაფხვნილი ასპირინი. მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ სამოსი და 2 საათით დააყოვნეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარევხეთ.

რძე

აიღეთ 1 ლ რძე, დაამატეთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი და მიიღებთ გასაოცარ კომბინაციას, რომელიც მაისურებს ან ნებისმიერ სამოსს კენკრის ლაქებს მოაშორებს.

პირის საპარსი ქაფი

ქალბატონებს ყველაზე ხშირად აწუხებთ ტონალური მალამოს ლაქები სამოსზე. თუ გსურთ საშინაო პირობებში ამოიყვანოთ ტონალურის ლაქა, დაასხით საპარსი ქაფი, დაყოვნეთ 20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

ლიმონის წვენი

ეს იგრედიენტი დაგეხმარებათ სამოსს მოაშოროთ შოკოლადის, მალინის, მოცვის, ყურძნისა და სხვა ხილის ლაქები. ლიმონის წვენი გამოწურეთ და დაამატეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი. ბამბის ტამპონი გააჯერეთ მომზადებული საშუალებით და გაწმინდეთ ლაქა.

ძმარი

კეჩუპის ლაქების წინააღმდეგ კი ძმარი დაგეხმარებათ. დალაქავებული სამოსი გადააბრუნეთ, ჩაალბეთ ცივ წყალში და შემდეგ ლაქა ძმრიანი ჩვრით გაწმინდეთ. თუ ლაქა არ ამოვიდა პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და მეგობრებსაც გაუზიარეთ.