პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება. ყველაზე გავრცელებული გზა დაბინძურებული საკვები და წყალია.
ბევრ ადამიანს აწუხებს ნაწლავური პარაზიტები, მაგრამ უმრავლესობამ ეს არც კი იცის. ნაწლავური პარაზიტების იდენტიფიცირება რთულია, რადგან სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა საერთო დაავადებათა სიმპტომებს.
ორგანიზმის მავნებლებისგან გაწმენდა აუცილებელია, რადგან ჯანმრთელობასთან დაკვშირებულ მრავალ პრობლემას ქმნიან.
როდესაც ორგანიზმში პარაზიტები ხვდებიან, ისინი იღებენ აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს. ორგანიზმი სუსტდება, იმუნიტეტი ქვეითდება. მაშინაც კი, თუ ადამიანი ჯანსაღ სკვებს იღებს, ამ პრობლემას ვერ აირიდებს.
და, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში დაბლი იმუნური სისტემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემას შეგიქმნით.
ცნობილია, რომ პარაზიტები იწვევენ გაღიზიანებასა და ანთებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს იწვევს საჭმლის მონელების სირთულეს და გარკვეულ საკვებზე ალერგიულ რეაქციებს.
ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის ენერგეტიკული დონის შემცირებას.
ნაწლავებში არსებულ პარაზიტები ხელს უშლიან საჭმლის მონელებას, ნარჩენების გამოდევნას და იწვევენ ყაბზობას.
პარაზიტული ინფექციების დროს ძალიან ხშირია მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი.
თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები პარაზიტებთან ბრძოლის შანსი მინიმალურია.
მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალია ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები ხალხური მედიცინიდან. ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა გოგრის თესლი.
შემოგთავაზებთ გოგრის თესლის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი გამწმენდი საშუალების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გოგრის თესლი 130 გრ
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- სეზამის ან ნუშის რძე ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
წყლისა და რძის ნარევს დაამატეთ გოგრის დაფქული თესლი და კარგად აურიეთ.
რეკომენდებულია, სამკურნალო ნარევი მიიღოთ უზმოზე, იდეალური დრო დილის ხუთი საათია. ორი საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჩ. კ. თბილი აბუსალათინის ზეთი. აბუსალათინის ზეთი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.
მკურნალობის პროცესში დალიეთ ბევრი წყალი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!