შემოგთავაზებთ ძალიან მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ატმისა და ხაჭოს არომატების საოცარ კომბინაციას დიდხანს ვერ დაივიწყებთ.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 300 გრ
- შესქელებული რძე 120 გრ
- ჟელატინი 15 გრ
- ატამი 2 ცალი (აარჩიეთ ყვითელი და სურნელოვანი ატამი)
მომზადების წესი:
- ატამი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- ჟელატინს დაასხით 100 მლ ცივი წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ. შედმეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან.
- ხაჭოს დაამატეთ შესქელებული რძე, გაგრილებული ჟელატინი და მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ 1 -2 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს დაამატეთ ატამი და ნაზად აურიეთ.
- კექსის საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა უსუნო ზეთი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
დესერტი ფორმიდან ლანგარზე გადმოიტანეთ. ჯერ დატკბით ვიზუალით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!