შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის, ,,ლვოვის“ ჩიზქეიქის რეცეპტს. საოცარი ტექსტურისა და არომატის ხაჭოს უნაზესი დესერტი უგემრიელესია.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხიმიანი ხაჭო 500 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 200 გრ
- კარაქი 130 გრ
- 1 ცალი პატარა ლიმონის ცედრა
- ქიშმიში 50 გრ
- მანანი 1 ს. კ.
- არაჟანი 3 ს. კ.
- კაკაო 2 ს. კ.
მომზადების წესები:
- ხაჭო საცერზე გაატარეთ. თუ გახეხილი მასა თხევადია, ზედმეტი სითხე გამოწურეთ მარლის საშუალებით.
- კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ მანანი, ლიმონის ცედრა, ქიშმიში, კარაქი (მინანქრის მოსამზადებლად დაიტოვეთ 1 ს. კ.). შემდეგ დაამატეთ ხაჭო და ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.
- ცილა კარგად ათქვიფეთ და ნაზად შეურიეთ ხაჭოიან მასას.
- საცხობ ფორმაზე, უმჯობესია, გამოიყენოთ კექსის ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მზა მასა გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. გააგრილეთ და გადმოიტანეთ ლანგარზე.
- მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ პატარა ქვაბი. 1 ს. კ. კარაქს დაამატეთ 2 ს. კ. შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. შემდეგ დაამატეთ 2-3 ს. კ. არაჟანი, 2 ს. კ. კაკაო და კარგად აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
მომზადებული მინანქრით დაფარეთ ხაჭოს ჩიზქეიქი. დაელოდეთ მინანქრის გაგრილებას და რამდენიმე საათით, თუ დრო გაქვთ მთელი ღამით, შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ უნაზესი ჩიზქეიქი და გემრიელად მიირთვით!