ორი კომპონენტის ნაზავი იდიალურად სწორი, ძლიერი და ბზინვარე თმისთვის

სიმინდის სახამებელი პროდუქტი, რომელიც თმისთვის საოცრებებს ახდენს. იგი შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, ბოჭკოს, მინერალებსა და A, B, C, E_ვიტამინებს. მოცემული ელემენტების კომბინაცია სიმინდის სახამებელს თმის მოვლისა და ხვეული თმის გასასწორებლად იდეალურ პროდუქტად აქცევს. იგი თმებს არბილებს, აძლირებს, ხდის დამყოლს და უბრუნებს ჯანსაღ იერს.

გაანებივრეთ თქვენი თმა ნატურალური საშუალებებით და მიანიჭეთ მათ სილამაზე და მოცულობა.

იხილეთ სიმინდის სახამებლის ბაზაზე მომზადებული საშუალებების რეცეპტები, რომლის წყალობითაც შეძლებთ თმის გასწორებას, დარბილებას. თმა გაგიხდებათ დამყოლი და ბზინვარე.

ნიღაბი N1

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • 2 ს. კ. სახამებელი
  • 1 ჩ. ჭ. წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ სიმინდის სახამებელი, დაამატეთ წყალი და აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
  2. ნიღაბი აიღეთ ხელებით, დაიტანეთ მშრალ თმაზე და  შეიზილეთ თითებითა და ხელისგულებით. ეცადეთ, მასა  თანაბრად გაინაწილოთ. 10-15 წუთის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ნიღაბი N2

შემოგთავაზებთ სიმინდის სახამებლითა და ქოქოსის ზეთით მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თმის გასწორებას.

ნაზავი შეიცავს ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს, რომლებიც კვებავს, ატენიანებს, არბილებს და ასწორებს თმას. მოცემული ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია გამომშრალი და დაზიანებული თმისთვის.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 1-2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სახამებელს დაამატეთ წყალი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ.
  2. მზა ნიღაბი დაიტანეთ დაუბანელ თმაზე და თანაბრად გაანაწილეთ როგორც თმაზე, ისე თავის კანზე. თუ თქვენ ცხიმიანი თავის კანი გაქვთ, მაშინ ნიღაბი მხოლოდ თმაზე დაიტანეთ და მოერიდეთ ძირებს.
  3. ნიღაბი სამოქმედოდ დაიყოვნეთ 20-30 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
  4. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 4-ჯერ. შედეგად შეძლებთ თმის გასწორებას.

ნიღაბი N3 – სახამებლისა და რძის ნიღაბი

მოცემული ნიღაბი შეიცავს შრატისა და კაზეინის პროტეინს, რომელსაც იღებს რძისგან და აძლიერებს დაზიანებულ თმას. სასურველია, თუ ქოქოსის რძეს გამოიყენებთ, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს. ქოქოსის რძე უფრო მეტ ცილას გაძლევთ, რომელიც საუკეთესოა თმის გასაძლიერებლად და დასარბილებლად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. რძე
  • 2 ს. კ. სიმინდის სახამებელი
  • თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, მაშინ დაამატეთ 1 ჭიქა რძე და 1 ს. კ. სახამებელი.

ინსტრუქცია:

ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ მასა არ გასქელდება,  გააგრილეთ და დაიტანეთ დაუბანელ თმაზე. დაიხურეთ აბაზანის ქუდი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათით. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 30 დღე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და შეუნაჩუნეთ თქვენს თმას სილამაზე!