ფხვიერი რგოლები მიწისთხილით. მოსამზადებლად საკმაოდ იოლია, გემო და ტექსტურა კი – შთამბეჭდავი

შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომით მომზადებული რგოლების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი (ცივი) 250 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილის შაქარი 8 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • რძე 2 ს. კ.
  • მოსაყრელად დაგჭირდებათ 1 ჩ. ჭ. მოხალული მიწის თხილი

მომზადების წესი:

  1. კარაქი დაჭერით. მიწის თხილი მოხალეთ და დაჭერით.
  2. კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და გამაფხიერებელი მსუბუქად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფხვიერი ცომი. რბილი ცომი ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
  3. ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ, დაახლოებით, 8 მმ სისქის ფენად. გამოჭერით წრეები, დაახლოებით, 9 სმ დიამეტრის. შემდეგ თითოეული წრის ცენტრში გამოჭერით პატარა, 2 სმ დიამეტრის, წრე.
  5. დარჩენილი ცომები შეაგროვეთ, კვლავ გააბრტყელეთ და გამოჭერით წრეები.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ მომზადებული რგოლები. კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ.  მომზადებული ნარევი რგოლებს ზემოდან ფუნჯით გადაუსვით და მოაყარეთ დაჭრილი მიწის თხილი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ნუგბარი გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!