შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ კბილების გათეთრებას, აირიდებთ კბილებზე არასასურველი ნადებისა და ქვების წარმოქმნას, პირის ღრუს უსიამოვნო სუნს.
შემოგთავაზებთ უმარტივესი და ბიუჯეტური საშუალების, წყალბადის ზეჟანგის, გამოყენების რამდენიმე მეთოდეს:
- წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ კბილის პასტას და გაიხეხეთ კბილები. პროცედურის ბოლოს პირის ღრუ კარგად გამოირეცხეთ.
- ფინჯან წყალს დაამატეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი და მომზადებული ნარევი გამოივლეთ პირის ღრუში.
წყალბადის ზეჟანგისა და საკვები სოდის კომბინაციით მიიღებთ უნიკალურ ნარევს, რომლიც აგარიდებთ კბილების გაფუჭებას, გაყვითლებას, ნადებისა და კბილის ქვის წარმოქმნას, პირის ღრუს უსიამოვნო სუნს.
რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი დაამატეთ საკვები სოდის იმ რაოდენობას, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და რამდენიმე წუთის განმავლონაში გაიხეხეთ კბილები. გაითვალისწინეთ, პროცედურის ბოლოს პირის ღრუ კარგად უნდა გამოირეცხოთ.
დაიმახსოვრეთ, რომ წყალბადის ზეჟანგი შედარებით აგრესიული ჟანგვითი აგენტია და კბილებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება დააზიანოს მინანქარი და ღრძილები. რეკომენდებულია, წყალბადის ზეჟანგის კვირაში ერთხელ გამოყენება.