სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეინარჩუნებთ მეხსიერებას. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ათეროსკლეროზის, ასაკის შედეგად დაქვეითებული სმენის, ქრონიკული დაღლილობის წინააღმდეგ და ნაწლავის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
ნივრის ნაყენი სიცოცხლის ელექსირია. სრული კურსის მიღების შემდეგ იგრძნობთ შრომისუნარიანობისა და გონებრივი აქტივობის მომატებას, დაიკლებთ წონაში.
ჩემი მეზობელი ირწმუნება, რომ ნაყენის მიღების შემდეგ მრავალწლიანი დეპრესია დაძლია. მისმა მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ სისხლძარღვების აქტიური წმენდისას, ეს შესაძლებელია, რადგან ამ პროცესში აქტიურდება ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები.
ნაყენის მიღების შემდეგ უმჯობესდება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 350 გრ დაჭრილი ნიორი და არა დაპრესილი, ან დჭყლეტილი და ნახევარი ლიტრი 96 გრადუსიანი სპირტი.
- ნიორი და სპირტი კარგად აურიეთ და 10 დღით დააყოვნეთ სიბნელეში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნიორი გადაწურეთ, გადაიტნეთ მინის ბოთლში და რამდენიმე დღით კვლავ სიბნელეში შეინახეთ.
მიღების წესები:
- პირველ დღეს დილით მიიღეთ 1 წვეთი, 2 წვეთი-სადილზე და 3 წვეთი-საღამოს.
- მეორე დღეს დილით მიიღეთ 3 წვეთი, სადილზე-4, ხოლო საღამოს-5.
- მესამე დღეს დილით მიიღეთ 5 წვეთი, სადილზე-6 და საღამოს-7.
- მეოთე დღეს დილა დაიწყეთ 7 წვეთი ნივრის ნაყენით, სადილზე მიიღეთ 8 წვეთი, ხოლო საღამოს- 9.
- მეხუთე დღს დილით მიიღეთ 10 წვეთი, სადილზე-11, საღამოს-12.
- მეექვსე დღეს დილით მიიღეთ 15 წვეთი, სადილზე-14, საღაამოს-13.
- მეექვსე დღის შემდეგ ნაყენის შემცირება დაიწყეთ ყოველ ჯერზე ერთი ერთეულით, სანამ არ დახვალთ 1 წვეთზე.
- მეშვიდე დღეს დილით მიიღეთ 12 წვეთი, სადილზე-11, ვახშამზე-10.
- მერვე დღეს დილით-9, შუადღეს-8, საღამოს-7.
- მეცხრე დღეს დილით-6, სადილზე-5, საღამოს-4.
- მეათე დღეს დილით- 3, სადილზე-2 და საღამოს-1.
- სულ გამოგივათ 10 დღიანი მკურნალობა.
- მეთერთმეტე დღიდან ნაყენის მიღება დაიწყეთ შემდეგი წესის მიხედვით: 50 გრ რძისა და 25 წვეთი ნივრის ნაყენის ნარევი მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
სამკურნალო პროცედურებს აგრძელებთ ნაყენის ამოწურვამდე. მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია ხუთი წლის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, ნივრის ნაყენის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის მქონე ადამიანებისთვის.
მოამზადეთ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.