მარტივი საშინაო საშუალება გააქრობს ლაქებსა და შეშუპებას, ნაოჭებს კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის

კარტოფილი მდიდარია A, B და C ვიტამინით, აგრეთვე ფერმენტით, კატექოლაზა, რომელსაც აქვს მათეთრებელი ეფექტი. კარტოფილის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანზე არსებული პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად. ამცირებს წვრილ ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს, თვალების ირგვლი მუქ წრეებს, შეშუპებას თვალების ქვეშ და ა. შ.

შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს.

რეცეპტი N 1

ნიაღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი (ახალგამოწურული) 100 მლ
  • გაფილტრული წყალი ან კიტრის წვენი (ახალგამოწურული) 100 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ ყინულის კუბიკების ფორმაში და გაყინეთ.

საოცარი კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

ლიმონის სიმჟავე აღიავებს კანს და ათანაბრებს ტონს. კარტოფილის წვენი საუკეთესოა აკნეს ნაწიბურების, მზის დამწვრობის სამკურნალოდ და პიგმენტურ ლაქების გასაღიავებლად.

რეცეპტი N2

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი (ახალგამოწურული) 100 მლ
  • ბრინჯის წყალი 100 მლ
  • ალოეს გელი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ ყინულის კუბიკების ფორმაში და გაყინეთ.

მოცემული საშუალება აფერხებს დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭებს, ჭიმავს კანს, საგრძნობლად ამკვრივებს  ფორებს და ანიჭებს კანს ელასტიურობას.

რეცეპტი N3

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი (ახალგამოწურული) 100 მლ
  • ქოქოსის რძე 100 მლ
  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ქოქოსის რძე მდიდარია C ვიტამინით. ის ატენიანებს კანს და ჰმატებს ელასტიურობას. მოცემული კომბინაცია ხსნის შეშუპებას, კანის გაღიზიანებასა და სიწითლეს. ის საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა და მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და კანს ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ყინულის კუბიკების ფორმაში და შედეთ საყინულეში.

ყინულის კუბიკები 1-2 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე და მკერდის ზონაზე. შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ.

მომზადებული კუბიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ. კარტოფილი ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს მზის დამწვრობის აღმოსაფხვრელად.