შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც 1 დღეში მოამზადებთ კიტრის საოცრად გემრიელ და არომატულ მჟავეს. კიტრის სახელდახელოდ მომზადებული გემრიელი მჟავე ყველას ძალიან უყვარს და მასზე უარს ვერავინ იტყვის.
საჭირო ინგრედიენტები (ორი ლიტრიანი ქილისთვის):
- კიტრი 1 კგ
- მარილი 2 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- მდოგვი 1 ს. კ.
- შავი პიმპილი 10 ცალი
- კამა 100 გრ
- ნიორი 1თავი
- დაფნის ფოთოლი 4 ცალი
- ძმარი 9%-იანი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები წინასწარ მოამზადეთ. კიტრებს მოაჭერით კიდეები.კამა და ნიორი დაჭერით.
- ქილები გაასტერილეთ, ჩააწყვეთ დაჭრილი კამისა და ნივრის ნახევარი, შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრები.
- ზემოდან დაფარეთ დაფნის ფოთლებით, პიმპილით, დარჩენილი კამითა და ნივრით.
- ქვაბში ჩაასხით 1 ლ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ.
- ადუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ძმარი, მდოგვი და კარგად აურიეთ.
- მიღებული ნარევი დაასხით ქილებს, დახურეთ ხუფები, შეფუთეთ და დააყოვნეთ მთელი ღამე.
დილით გახსენით ქილა და ოჯახის წევრებს კიტრის უგემრიელესი მარინადით გაუმასპინძლდით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!