
თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ბოლო მომენტამდე უყვარს ლოდინი და მხოლოდ კბილის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება გაიძულოთ სტომატოლოგთან ვიზიტი, მაშინ ეს საშინაო საშუალებები თქვენთვისაა!
უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი პროდუქტების დახმარებით შეძლებთ კბილის ძლიერი ტკივილის გაყუჩებას.
1. მარილი
ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული მარილი კბილის ტკივილის სამკურნალოდ კარგ საშუალებად ითვლება. მოამზადეთ ხელნაკეთი სავლები, რომლის საშუალებით შეძლებთ კბილის ტკივილის გაყუჩებას. ნახევარ ჭიქა წყალს შეურიეთ ჩაის კოვზი მარილი და მომზადებული ხსნარი გამოივლეთ ყოველი ჭამის შემდეგ.
2. ნიორი
ნიორი დაიჭყლიტეთ, შეიზილეთ დაზიანებული კბილის ღრძილზე. ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ნიორი შეგიმცირებთ დისკომფორტს.
3. შავი ჩაი
შავი ჩაი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
შავი ჩაის პაკეტი ცოტა ხნით ჩადეთ ცხელ წყალში, ამოიღეთ, გაწურეთ და თბილი დაიდეთ მტკივნეულ კბილზე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.
4. მიხაკი
მიხაკს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. დაზიანებული კბილის ღრძილზე წაისვათ დაფქული მიხაკი ან მიხაკის ხუთი ბუტონი დაამატეთ პირის ღრუს სავლებს და გამოივლეთ დღეში 3-ჯერ.
5. ოხრახუში
თუ კბილის ტკივილმა შეგაწუხათ, დღეში რამდენჯერმე ჩაღეჭეთ ცოტა ოხრახუში.
მოცემული საშუალებების წყალობით შეძლებთ კბილის ტკივილის დროებით, სტომატოლოგთან ვიზიტამდე, გაყუჩებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!