კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახადოთ და მათი გაღრმავება თავიდან აირიდოთ, გამოიყენეთ მარტივი საშინაო საშუალება

კისრისა და მკერდის ზონაზე სიბერის პირველი ნიშნები შეიძლება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდეს. მოცემული პრობლემის თავიდან ასარიდებლად, დროულად  დაიჭირეთ თადარიგი და რეგულარულად იზრუნეთ კანზე,  რადგან აუცილებელია კოლაგენის გამომუშავების გაუმჯობესება და კანის ელასტიურობის შენარჩუნება.

კისერზე და მკერდის ზონაზე ნაოჭები შეიძლება გამოწვეული იყოს ძილის დროს სხეულის პოზიციით. თუ გვერდზე ძილი გიყვართ, ამ დროს ზეწოლა ხდება კისერზე და მკერდზე, რაც იწვევს ამ უბნების კანის შეკუმშვას და ხელს უწყობს ნაოჭების  წარმოქმნას. რეკომენდებულია ზურგზე ძილი, რაც ასევე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ორმაგი ნიკაპის (ღაბაბის) წარმოქმნა.

ნაოჭების წარმოქნის მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთია მზის გადაჭარბებული ზემოქმედება. მზის ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანს და ასწრაფებს სიბერის ნიშნების გამოვლენას. რეკომენდებულია, მზეზე გასვლის წინ კისერზე და მკერდის არეში თხელ ფენად წაისვათ ქოქოსის ზეთი ან გაიკეთეთ შარფი.

მოცემული პრობლემის აღმოფხვრას შეძლებთ ალოე ვერასა და ზეითუნის ზეთის დახმარებით. ეს ორი საოცარი პროდუქტი კანს ანიჭებს ელასტიურობას, ამჯობესებს კოლაგენის წარმოებას, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

გთავაზობთ ალოე ვერასა და ზეითუნის ზეთის გამოყენების რამდენიმე ვარიანტს, აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი და იზრუნეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

  • კისერზე და მკერდის უბანზე შეიზილეთ ალოეს გელი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • ან კიდევ, აურიეთ 1 ჩ. კ. ალოე ვერას გელი და 1 კაფსულა E ვიტამინი. მომზადებული მასა შეიზილეთ სათანადო ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ზეითუნის ზეთი კანს ანიჭებს ელასტიურობას, აღადგენს უჯრედებს და აახალგაზრდავებს კანს. წაისვით ზეითუნის ზეთი ნიკაპზე, კისერზე, დეკოლტეზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
  • უძლიერეს საშუალებას და სასურველ შედეგს მიიღებთ თუ მოამზადებთ ზეითუნის ზეთის, თაფლისა და გლიცერინის ნაზავს (ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით). მომზადებული მასა დაიტანეთ კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

დაიმასოვრეთ, რომ მოცემულ უბნებზე ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი არასაკმარისი დატენიანებაა. ამიტომ რეგულარულად უნდა დაიტენიანოთ კისერი, მკერდის ზონა და  შეაფერხოთ ნაოჭების წარმოქმნა ან მოიშოროთ უკვე არსებული არასასურველი ხაზები.

აუცილებელია დაბალანსებული კვება, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერება. ამ გზით ხელს შეუწყობთ კანის უჯრედების დაბერების პროცესის შინაგანი გზით შეფერხებას.