ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ეს უნივერსალური პროდუქტი აქტიურად გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ვაშლის ძმარი ამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, აქტიურად გამოიყენება კანის, თმისა და ფრჩხილის პრობლემათა სამკურნალოდ.
სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული თვისებებით გაჯერებული ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერფის სოკოს სამკურნალოდ.
ტერფის სოკო ჩვეულებრივ კონცენტრირდება თითებს შორის, მაგრამ თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება ინფექცია გავრცელდეს.
შემოგთავაზებთ ვაშლის ძმრის გამოყენების რამდენიმე უმარტივეს მეთოდს:
1. ფრჩხილის სოკო
- ტერფისა და ფრჩხილის სოკოს სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ვაშლის ძმარი ნახევარი ფინჯანი, ზღვის მარილი 2 ს. კ. და 1 ლ თბილი წყალი.
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე, სასურველი შედეგის მიღებამდე.
2. დაღლილობა და შეშუპება
ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ვაშლის ძმარი მოგიხსნით დაღლილობას, შეშუპებას, სიმძიმეს, სახსრებისა და ფეხების ტკივილს.
მთელი დღე ფეხზე გიწევთ დგომა? შეგაწუხათ ტკივილმა? შეგიშუპდათ ფეხები? 30 წუთით ჩაყავით ფეხები ვაშლის ძმრის, მარილისა და თბილი წყლის ნარევში და გათავისუფლდით უსიამოვნო პრობლემებისგან.
3. მოგაშორებთ ფეხის უსიამოვნო სუნს
ძმარი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. მას შეუძლია უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების აღმოფხვრა.
- უბრალოდ გამოიყენეთ მარტივი გამოსავალი: აურიეთ 100 მლ ძმარი და 2 ლ წყალი. მომზადებულ ხსნარში 20-30 წუთით ჩაყავით ფეხები.
- სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში.
4. მშრალი კანი, ბზარები, ნახეთქები და კოჟრები
ძმარი არბილებს კანს, ხელს უწყობს კოჟრების, ნახეთქებისა და ბზარების აღმოფხვრას.
- სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ლ თბილი წყალი და 100 მლ ვაშლის ძმარი.
- 20-30 წუთით ჩაყავით ფეხები მომზადებულ აბაზანაში. შემდეგ გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ წყალი და თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი.
5. პლანტარული მეჭეჭები
ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ პლანტარული მეჭეჭების მოსაშორებლად. მეჭეჭებზე დღეში 2-3-ჯერ დაიწვეთეთ ვაშლის ძმარი. პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!