ხალხური რეცეპტების მიხედვით მომზადებული მალამოები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უძლიერესი სამკურნალო საშუალებებია. ტრადიციულ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ბალახები. სწორედ, მათი შემადგენლობის წყალობით მალამოები საოცრებებს ახდენს.
მალამოს მოსამზადებლად საჭიროა სამკურნალო ბალახები, ფუტკრის ცვილი, ზეთი ან სხვა ცხიმი. სამკურნალო ბალახებს აცხელებთ ცვილთან ერთად. შემდეგ გადაწურავთ და ცვილს ბალახებისგან ათავისუფლებთ. შედეგად მიიღება სამკურნალო ნივთიერებებით გაჯერებული მყარი ნარევი.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის ერთ-ერთი უძლიერესი სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ტორტიკოლისის (კისერმუდა), სახსრების, წელის, კუნთების, სისხლჩაქცევების მკურნალობას.
მალამოს შეიზელთ დაზიანებულ ადგილზე, სამკურნალო ნივთიერებები აღწევს ორგანიზმში და იწყებს მოქმედებას. მასაჟის სიმსუბუქე და ინტენსივობა დამოკოდებულია დაზიანების ადგილმდებარეობაზე.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ს. კ. კრაზანა
- 2 ს. კ. სალბი
- 2 ს. კ. კალენდულა
- 1 ს. კ. ფარსმანდუკი
- 250 მლ ზეთი
- 3-5 ს. კ. ფუტკრის ცვილი
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ბალახები და 1 საათით დადგით ორთქლის აბანაზე (დაბალ ცეცხლზე). შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 20 წუთი და გადაწურეთ. დაამატეთ ფუტკრის ცვილი, კვლავ დადგით ორთქლის აბაზანაზე, გაადნეთ ცვილი და დაუყონებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. ცოტა ხნით დააყოვნეთ და თბილ-თბილი გადაიტანეთ მინის პატარა ქილებში.
მოცემული საშუალება ღია ჭრილობების სამკურნალოდ არ გამოიყენოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!