შოკოლადის მუსი ხაჭოთი. მოსამზადების სიმარტივე, საოცარი გემო და ტექსტურა მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც თქვენი ფიგურისთვის საზიანო არ არის. შოკოლადის მუსი ხაჭოთი, მართლაც, საოცრად გემრიელია.

მუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უცხიმო ხაჭო 300 გრ
  • იოგურტი (დანამატების გარეშე) 100 გრ
  • კაკაო 1,5 ს. კ.
  • ჟელატინი 15 გრ
  • დამატკბობელი თქვენი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. იოგურტი, ხაჭო, დამატკბობელი და კაკაო დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ჟელატინი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით 1 ჩ. ჭ. ცივი წყალი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. ჟელატინიანი მასა არ უნდა ადუღდეს.
  3. მზა ჟელატინი დაამატეთ ხაჭოიან მასას და 2 წუთის განმავლობაში თქვეფთ მიქსერით.
  4. ჩაასხით მუსი პატარა ფიალებში და 2-3 საათით შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!