ყველი განსხვავებული რეცეპტით, რომელსაც მარტივად მოამზადებთ საკუთარი ხელით

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ყველის რეცეპტს, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს ადიღეურ ყველს.

საჭირო იგრედიენტები:

  • რძე 2,5% ცხიმიანობის
  • მარილი 1,5 ს. კ.
  • არაჟანი 500 გრ (ცხიმიანი)
  • კვერცხი 6 ცალი
  • ოხრახუში, კამა ნედლი (გემოვნებით)
  • როზმარინი, ორეგანო (გემოვნებით)
  • კუკრუმა მწიკვი
  • სოდა მწიკვი

მომზადების წესები:

რძე აადუღეთ და დაამატეთ მარილი. კვერცხები კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ არაჟანი და მომზადებული მასა ნელ-ნელა შეურიეთ ადუღებულ რძეს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი. მასა აიჭრება და

თანდათან დაიწყებს გასქელებას. თქვენი გემოვნების მიხედვით შაზავეთ წვრილად დაჭრილი მწვანილით, სურვილისამებრ დაამატეთ როზმარინი, ორეგანო, ცოტა კურკუმა ფერისთვის. მიღებული მასა გადაწურეთ მარლის საშუალებით. მარლა დადეთ თუშფალანგზე და დაელოდეთ სანამ  სითხე არ ჩამოიწურება. ზემოდან დაადეთ სიმძიმე და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. როდესაც მასა გაცივდება, მთელი ღამით შედეთ მაცივარში. დილისთვის მარლა გახსენით და უგემრიელესი ყველიც მზად არის. დაჭერით და გემრიელად მიირთვით.