გამოიყენეთ ლიმონისა და თაფლის ნარევი კოსმეტოლოგიური ხაზით, რათა კანი გლუვი და ნაზი იყოს

თითქმის ყველა ქალის სურვილია ჰქონდეს უნაკლო კანი. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, ტონი ხდება არათანაბარი, ჩნდება ყავისფერი ლაქები, ნელ-ნელა წარმოიქმნება არასასურველი ხაზები.

კანის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს ჰაერის დაბინძურება, კანის არასათანადო მოვლა, მზის გადაჭარბებული ზემოქმედება, არასწორი კვება, გაუწყლოება, სტრესები, ალკოჰოლი, მოწევა, უძილობა.

წარმოგიდგენთ უმარტივეს და საოცრად ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ კანის პრობლემების გადაჭრას. პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ ლიმონი და თაფლი.

მეთოდი ეფექტურად აღადგენს კანს, ათანაბრებს ტონს, ამცირებს ნაოჭებს და სიბერის სხვა ნიშნებს.

ლიმონი C ვიტამინით მდიდარი პროდუქტია, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ლიმონის წვენი ძალიან სასარგებლოა. ის ეფექტურად აღადგენს კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და სიბერის სხვა ნიშნების გამოვლენას. ლიმონი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, შეუძლია პიგმენტური ლაქების გაღიავება.

ლიმონი გაჭერით შუაზე. ერთ ნაწილზე დაიტანეთ ცოტა თაფლი და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. სამოქმედოთ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ. ამ გზით ხელს შეუწყობთ ფორების დახურვას.

პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ და უმოკლეს დროში საოცარ შედეგს მიიღებთ.