როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული ზაფხულში, მალე რომ არ გაფუჭდეს

ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ხილთან, ბოსტნეულსა და კენკრასთან დაკავშირებული საკითხი მნიშნელოვანი ვერ იქნება, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანები აქაც უშვებენ ხოლმე შეცდომებს მათი შენახვის დროს, რაც რაციონის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაფუჭებას იწვევს. დღეს ჩვენ პროდუქტის სწორად შენახვას გასწავლით.

1. არ შეიძლება მარწყვის გარეცხვა

მარწყვის კენკრა თითქმის 100%-ით წყლისგან შედგება, მისი ნაზი რბილობი მარტივად ზიანდება და იწყება კენკრის დარბილებისა და დამჟავების პროცესი. საკმარისია, კენრის ჭურჭელში ერთი წვეთი წყალი მოხვდეს, და პროდუქტის დიდი ნაწილი ამჟავდება. კენკრა მხოლოდ ულუფებად გარეცხეთ, უშუალოდ მოხმარების წინ.

2. კენკრა წინასწარ არ უნდა გარეცხოთ

როცა კენკრას ფოთლებსა და ყუნწებს აცლიან, მნიშვნელოვნად(გააჩნია, ამას ვინ აკეთებს) ზიანდება, იჭყლიტება და იწყება ლპობის პროცესი. ეს პროცესი არც ისე სწრაფია, როგორც ამჟვება გარეცხვის შემდეგ, თუმცა, მაინც საკმარისად სწრაფია. ამიტომ კენკრა ყუნწებიანად უნდა შეინახოთ და გარეცხოთ უშუალოდ მირთმევის წინ.

3. მაცივარში ხილი არ უნდა შეინახოთ

საქმე კონდენსატის დიდ რაოდენობაშია(ხილის ზედაპირზე გამოყოფილი კონდენსატი). თუ ხილს სითბოდან სიცივეში მყისიერად გადაიტანთ, იგი დასველდება და სწრაფად გაფუჭდება. ხილი 16-18 გრადუსზე უნდა შეინახოთ, მკვეთრი ცვლილებების გარეშე. გამონაკლისია ციტრუსი.

4. ყველა ბოსტნეულს შენახვის თავისი ვადა აქვს

სხვადასხვა ბოსტნეულს შენახვის სხვადასხვა პირობა აქვს, თუმცა, საერთო წესია – მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა, არავითარი კონდენსატი. ამიტომაა, რომ სხვადასხვა ხილი მაცივრის სხვადასხვა თაროზე უნდა დაალაგოთ.

5. მწვანილის შენახვას განსაკუთრებული წესები აქვს

მწვანილი უნდა შეინახოთ დაბალ ტემპერატურაზე, ნულთან ახლოს. საშუალოდ, სახლის მაცივარში, მაგალითად, სალათის ფოთოლი უპრობლემოდ გასტანს ერთ კვირას. ფოთლის ყავისფერი ძირები, რომელსაც ხვრელები აქვს, ხელს უწყობს აირების მიმოცვლას, ხელს უშლის ორთქლის კონდენსაციას. იფი მჭიდროდ დახურეთ, ფოთლების დაჭკნობა რომ აიცილოთ თავიდან. სალათები, განსაკუთრებით კი ლატუკი, არ შეინახოთ ვაშლებთან ერთად, რადგანაც ხილის შემადგენლობაში არსებული ეთილენი იწვევს ფოთლებზე ყავისფერი ლაქების გაჩენას.

თქვენ როგორ ინახავთ პროდუქტს?