ნაზი, ძალიან გემრიელი და არომატული კექსი ნიგვზით. მოსამზადებლად უმარტივესია

შემოგთავაზებთ უგემრიელსეი, ნაზი, სველი და საოცრად არომატული კექსის რეცეპტს. მინიმალური ინგრედიენტები, მცირე ძალისხმევა და დესერტიც მზად არის. ნიგვზიანი კექსი იდეალურია ჩაის ოჯახური წვეულებისთვის.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 150 გრ
  • შაქარი 180 გრ
  • ნიგოზი 50 გრ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

  1. ნიგოზი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხალეთ.
  2. გამდნარ კარაქს შეურიეთ შაქარი და ვანილი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და 2-3 წუთის განმავლობაში თქვეფთ მიქსერით. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მზა ცომს შეურიეთ ნიგოზი.
  3. კექსის ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. თუ გსურთ, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან მოსახით შოკოლადის მინანქარი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!