ორი მარტივი საშინაო რეცეპტი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ფრჩხილის სოკოს მკურნალობაში

ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები უფრო ხშირია ფეხის ფრჩხილებზე, ვიდრე ხელის, რადგან ფეხსაცმელი, წინდები, სითბოსა და ტენიანობის ზემოქმედება, ხელს უწყობს მათ სწრაფ გავრცელებას. დაავადებული ფრჩხილი იცვლის ფერს, სქელდება, სუსტდება, ხდება მყიფე და სავალალო შედეგის ასაცილებლად, უმჯობესია, დაუყონებლივ დაიწყოთ მკურნალობა.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობითაც ხელს შეუწყობთ ფრჩხილის სოკოს აღმოფხვრას.

მოცემული პრობლემისგან განკურნებას შეძლებთ თუ  2-4 თვის განმავლობაში რეგულარულად ჩაიტარებთ სამკურნალო პროცედურებს, რომლებზადაც, სულ რაღაც, 10-15 წუთს დაკარგავთ.

შემოგთავაზებთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების რეცეპტებს.

პირველი საშუალება მომზადებულია მიხაკის ბაზაზე. სოკოს საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებებით გაჯერებული მიხაკი საუკეთესოა ნებისმიერი სახის სოკოს სამკურნალოდ.

სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მიხაკი 30 გრ
  • ქოქოსის ზეთი 100 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე.  გააგრილეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში. ნაზავი დღეში 2-3-ჯერ წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მეორე რეცეპტი სამი უძლიერესი ინგრედიენტის კომბინაციას წარმოადგენს. მოცემული საშულების ყოველდღიურად გამოყენებით ებრძვით დაავადების კერას და შეძლებთ ინფექციის აღმოფხვრას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სპირტი 70%-იანი 50 მლ
  • წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი 50 მლ
  • ძმარი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სპირტისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევს დაამატეთ ძმარი და კარგად აურიეთ.

მომზადებული ხსნარით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და დაიდეთ დაინფიცირებულ ფრჩხილზე. საფენი გაიჩერეთ 15-25  წუთი. შემდეგ დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნარევი გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.