ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭების შემცირება მარტივი საშინაო ნიღბის დახმარებითაა შესაძლებელი

თაფლითა და ბრინჯით მომზადებული ნიღბები საუკეთესოა კანის იდელური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. საოცარი კომბინაცია ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. ნიღბებს აქვს მსუბუქი ამქერცლავი ეფექტი და  უზრუნველყოფს კანის თანაბარ ტონს.

შემოგთავაზებთ ბრინჯისა და თაფლის ბაზაზე მომზადებული საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს. პროცედურა მოიცავს 2 ეტაპს. პირველად, იკეთებთ ნიღაბს, ხოლო შემდეგ იყენებთ ბრინჯის წყლის ტონიკს, რომელსაც ნიღაბთან ერთად ამზადებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • გაფილტრული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. ნახარში არ გადაღვაროთ.

თაფლი და ბრინჯი აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანს.  სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შეიმშრალეთ პირსახოცით. პროცედურის ბოლოს ბამბის ტამპონი გააჯერეთ ბრინჯის ნახარშით და გაიწმინდეთ სახე (აღარ დაიბანოთ).

ბრინჯის წყალი გადაიტანეთ მინის ბოთლში და 2-3 დღით შეინახეთ მაცივარში. ნახარში გამოიყენეთ  ყოველდღიურად, როგორც ტონიკი. ბრინჯის წყალი კეტავს ფორებს, ათანაბრებს ტონს, ეფექტურად ებრძვის აკნეს და აფერხებს მის წარმოქმნას, ღრმად წმენდს კანს, ათანაბრებს ტონს და ამკვრივებს კანს.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად ბრინჯის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.