მტვრის ტკიპები – მიკროსკოპული მწერები, რომლებიც ჩვენს საწოლში ბინადრობენ და კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. სწორედ ეს პატარა არსებები იწვევენ სხვადასხვა სახის სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს. მტვრის ტკიპები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასთმისგან იტანჯებიან.
რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენს სახლში მტვრის ტკიპები ბინადრობენ: ხშირი ქავილი, სურდო, ჩაწითლებული თვალები, ქავილის შეგრძნება ყელში, პირის ღრუში, ხველება, სუნთქვის გართულება, ტკივილი მკერდის არეში და ა.შ.
რეგულარულად სახლის დალაგება-დასუფთავება ვერ გვაძლევს მტვრის ტკიპების თავიდან მოშორების, განადგურების გარანტიას, რის გამოც აუცილებელია ამ პრობლემის გადასაჭრელად ალტერნატიული გზის მოძებნა.
ევკალიპტის ხსნარი – საუკეთესო, ყველაზე ეფექტური საშუალება თქვენს საწოლში მიკროსკოპული პარაზიტების გასანადგურებლად.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ჭიქა წყალი
- 15-20 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი
გამოყენება:
- ჩაასხით 2 ჭიქა წყალი სპრეი-ბოთლში და ჩაამატეთ 15-20 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი.
- კარგად შეანჯღრიეთ.
- მიღებული ხსნარი შეაშხურეთ ნივთებს, რომელთა გარეცხვას ვერ ახერხებთ.
- გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.
კვლევების თანახმად, ევკალიპტი და სხვა ეთერზეთები ძალზედ ეფექტურია მტვრის მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად. გაითვალისწინეთ, რომ ევკალიპტის ეთერზეთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 10 წლამდე ბავშვებისთვის.