მაკის რულეტის ძველი პოლონური რეცეპტი. გემო, რომელიც არასდროს დამავიწყდება

შემოგთავაზებთ პოლონური რულეტის რეცეპტს. უამრავი სხვადასხვა არომატით გაჯერებული დესერტი საოცრად გემრიელია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • თბილი რძე 60 მლ
  • კარაქი (გამდნარი) 50 გრ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი ¼ ჩ. კ.
  • რომი 1,5 ს. კ.
  • ვანილის ესენცია 1 ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყაყაჩოს თესლი 160 გრ
  • ყავისფერი შაქარი 50 გრ
  • ქიშმიში 30 გრ
  • ნიგოზი (წვრილად დაჭრილი) 50 გრ
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ნუშის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.
  • ოთახის ტემპერატურის კარაქი 1 ს. კ.
  • ცუკატები 50 გრ
  • 2 ცალი კვერცხის ცილა

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შაქრის ფხვნილი 0,5 ჩ. ჭ.
  • წყალი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. 1 ს.კ. ფქვილის დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩ.კ. შაქარი და 15 გრამი საფუარი. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15 წუთით.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, საფუარი დაასხით გაცრილ ფქვილს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები (არ დაამატოთ კარაქი) და მოზილეთ ცომი. ბოლოს შეაზილეთ გამდნარი კარაქი. ცომისგან გამოხელეთ გუნდა, ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და 1-1,5 დადეთ სითბოში.
  3. ყაყაჩოს თესლს დაასხით ნახევარი ლ წყალი და ხარშეთ სითხის  ამოშრობამდე, გააგრილეთ და დააბლენდერეთ. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ მომზადებულ გულსართს.
  4. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ოთხკუთხედ ფენად. შემდეგ დაიტანეთ გულსართი და თანაბრად გაანაწილეთ, კიდეებიდან  დააშორეთ 2-2 სმ. შემდეგ ცომი რულეტივით გადაახვიეთ, კიდეები მჭიდროდ შეკარით.
  5. მზა რულეტს შემოახვიეთ საცხობი ქაღალდი (მჭიდროდ არ შემოახვიოთ).
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
  7. მინანქრის მოსამზადებლად შაქარი და წყალი აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებისთანავე  მოასხით გაგრილებულ რულეტს.

გემრიელად მიირთვით!