ნატურალური ჩაი დაგიქვეითებთ მადას, გიხსნით შებერილობისგან და დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული და  მოსამზადებლად უმარტივესი ჩაის რეცეპტს. ჩაი ამცირებს მადას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან, მეტორიზმისგან, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ჩაის შემადგენლობაში შედის უძლიერესი სამკურნალო ინგრედიენტები, რომელთა საშუალებით შეძლებთ ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით გაჯერებას და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დარიჩინი აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ჯანჯაფილი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამ გზით ხელს უწყობს მუცლის მოცულობის შემცირებას.

მწარე წიწაკა ამცირებს მადას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს კალორეიბის წვას.

მწვანე ჩაი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ზედმეტ სითხეს და არეგულირეს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცეილონის დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ჯანჯაფილი გახეხილი 1 ჩ. კ.
  • კაიენის წიწიკა (წითელი) 1/6 ჩ. კ.
  • მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
  • წყალი 1 ლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთი. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
  2. მიიღეთ დღეში 2-3 ფინჯანი თბილი ჩაი. უმჯობესია, მიიღოთ ჭამის შემდეგ.

შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ჯავზი (მუსკატის კაკალი), ილი და დაატკბოთ თაფლით.

ჩაი არ არის რეკომენდებული რეფლუქსის პრობლემების, კუჭის წყლულით ან გასტრიტით დაავადებულ  ადამიანებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!