
ვაშლისა და დარიჩინის ფერმენტების კომბინაცია ეფექტურად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოდევნას და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.
მხოლოდ 2 უმარტივესი ინგრედიენტის, ვაშლისა და დარიჩინის ნარევის რეგულარულად მიღება საოცრებებს ახდენს თქვენი ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს წლების მანძილზე დაგროვილი ცხიმების წვას.
დარიჩინის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ამცირებს მადას, განსაკუთრებით ნახშირწყებისადმი ლტოლვას და აწესრიგებს ინსულინის სეკრეციას.
შემოგთავაზეთ ვაშლისა და დარიჩინის უნიკალური თვისებების შერწყმის მარტივ ხერხს.
ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ყოველდღიურად 1,5-2 ლ სითხის მიღება. გირჩევთ წვენები და გაზიანი სასმელები ჩაანაცვლოთ გემრიელი და სასარგებლო წვენით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი
- ყინულის კუბიკები
- ვაშლი 1 ცალი
- დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ. კ. ან დარიჩინის 1 ჩხირი
მომზადების წესი:
- წვენის მოსამზადებლად გამოიყენეთ ორლიტრიანი ქილა.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჯიშის ვაშლი, უმჯობესია, შეარჩიოთ ტკბილი. ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ მინის ქილაში (მოიტოვეთ რამდენიმე ნაჭერი), დაამატეთ დარიჩინი. ქილაში, ნახევრამდე, ჩაყარეთ ყინულის კუბიკები და გაავსეთ წყლით. ბოლოს ჩაყარეთ ვაშლის ნაჭრები.
- წვენი 1 საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ დაიწყეთ მიღება. შეგიძლიათ ქილა ერთხელ შეავსოთ წყლით და შემდეგ ახალი მოამზადეთ.
დღის განმავლობაში წვენი მიიღეთ რეგულარულად და 1 კვირის შემდეგ შედეგიც შესამჩნევი გახდება.