6 შეცდომა, რომელსაც ყველანი ვუშვებთ, რის გამოც შეშუპება და შებერილობა გვაწუხებს

0
1791

შეშუპება არის თქვენი სხეულთან კომუნიკაციის საშუალება. ამ უსიამოვნო სიმპტომით ორგანიზმი გატყობინებთ, რომ თქვენ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ.

მოდით, გავარკვიოთ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები. ჩვეულებრივი ჩვევები, კვებაში დაშვებული შეცდომები იწვევს მუცლის შებერილობას, გულძმარვას, კუჭის ტკივილს.

იხილეთ იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელიც იწვევს მჟავურ რეფლუქსს, მუცლის შებერილობასა და კუჭის ტკივილებს:

1. არ იღებთ დიდი რაოდენობით უჯრედისს (ბოჭკოებს)

ბოჭკოები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას. თუ თქვენ საკმარისი რაოდენობით არ იღებთ ამ ნივთიერებას, ყველაფერი ნელა გადადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აქ ნახე რა და საბოლოოდ იწყებს დაგროვებას.  ეს ხელს უშლის ჰაერის გადინებას და ჭამის შემდეგ მალევე იგრძნობთ შებერილობას.

შეეცადეთ, დღისგანმავლობაში მიიღოთ 25-38 გრამი ბოჭკო. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს უმი ბოსტნეული, ხილი (კანიანად მიირთვით), პარკოსნები, ქატო, შვრია.

2. გაზირებული სასმელები

როდესაც საჭმლის მონელების პროცესი დარღვეულია, გაზირებული სასმელების მირთმევით კიდევ უფრო ვამწვავებთ სიტუაციას. მაქსიმალურად მოერიდეთ ამ მავნე პროდუქტებს, თუ შეშუპებისა და შებერილობის თავიდან არიდება გსურთ.

3. ხელოვნური დამატკბობლები

ხელოვნურად დამტკბარი პროდუქტები და სასმელები იწვევს მუცლის შებერილობას. თუ დააკვირდებით თქვენ მიერ მოხმარებული საყვარელი პროდუქტებისა და სასმელების ეტიკეტს, გაოცდებით, რამდენ ხელოვნურ დამატკბობელს მოიხმართ ყოველდღიურად.

ხელოვნური დამატკბობლები იწვევს ნაწლავების ანთებას, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მრავალ პრობლემას უქმნის.

4. ჭარბი ნატრიუმი

ადამიანთა უმეტესი ნაწილი მოიხმარს დიდი რაოდენობით მარილს, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. დღეში 1500-2300 მილიგრამზე მეტი ნატრიუმი ვნებს როგორც საჭმლის მომნელებელი ტრაქტს, ისე მთელ ორგანიზმს.

5. პრობიოტიკების ნაკლებობა

ფერმენტირებული საკვები პროდუქტები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, აგრეთვე მოგიხსნით მუცლის შებერილობის სიმპტომებს.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ფერმენტირებული (ფერმენტაცია, ანუ დამჟავება, დამწნილება). საკვები პროდუქტები. მიირთვით მჟავე კომბოსტო. კომბოსტო მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მაკროელემენტებით, ხოლო ფერმენტაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტად იზრდება ვიტამინებისა და სასარგებლო საკვები ნივთიერებების რაოდენობა.

6. გაუწყლოება

თუ თქვენ დღის განმავლობაში არ იღებთ საჭირო რაოდენობით წყალს, თქვენს ნაწლავებს არ მიეწოდება საკმარისი სითხე და გექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა, როგორიცაა: ყაბზობა, მუცლის შებერილობა, გულისრევა და ა. შ.

მოიგვარეთ მოცემული პრობლემები მარტივად, უბრალოდ მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

მუცლის შებერილობის მოსახსნელად და საჭმლის მონელების ნორმალიზებისთვის ერთ-ერთი მთავარი ეფექტური საშუალება წვენების რეგულარულად მიღებაა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!