7 მარტივი ნაბიჯი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად, წონისა და წელის გარშემოწერილობის შესამცირებლად

არსებობენ ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ ჭამენ, მაინც იმატებენ წონაში და, სამწუხაროდ, უჭირთ გახდომა. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო დამხმარე არის ვარჯიში. ინტენსიური ვარჯიშით ჩვენ არა მხოლოდ ვწვავთ კალორიებს და ვააქტიურებთ მეტაბოლიზმს, არამედ ვაუმჯობესებთ სხეულის საერთო მდგომარეობას.

შემოგთავაზებთ რჩევებს განკუთვნილს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ  ვარჯიში ან უბრალოდ სურთ წონის დაკლების დაჩქარება.  არსებობს მარტივი ხრიკები, რომლებიც მეტაბოლიზმის ასწრაფებას შეუწყობს ხელს, რაც გამოიწვევს კალორიების სწრაფ წვას.

საკვები ნივთიერებების გადამუშავების სიჩქარიდან გამომდინარე, მეტაბოლიზმი არის სწრაფი და ნელი.

როდესაც მეტაბოლიზმი სწრაფია, ის უპრობლემოდ წვავს დიდი რაოდენობით კალორიებს, რითაც ხელს უშლის ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

მეტაბოლიზმის ასწრაფებას და წონის დაკლებას შეძლებთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის დაცვით.

1. ჭამეთ ბევრჯერ

როდესაც არ ვჭამთ საკმარისად, შაქრის დონე იწყებს ვარდნას, რაც იწვევს ჩვენი მეტაბოლიზმის შენელებას. მოცემული პრობლემის ასაცილებლად, კვებათა შორის წაიხემსეთ   (მაგალითად, შეჭამეთ ვაშლი).

2. ცილის მნიშვნელობა

სხეული წვავს მეტ კალორიას, როდესაც მას უწევს ცილებითა და ბოჭკოებით მდიდარი საკვების მონელება. ამ ნაერთებით მდიდარია ყავისფერი ბრინჯი, მარცვლეული, შვრია და სხვა პროდუქტები.

3. მიირთვით ფისტა

ფისტა კაკლოვანი კულტურაა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს, თიამინს, მაგნიუმს, რიბოფლავინს და ვიტამინ B6, ნაერთებს, რომლებიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხსნის დაღლილობას.

4. დალიეთ მწვანე ჩაი

ცნობილია, რომ მწვანე ჩაი წმენდს ორგანიზმს და ხელს უწყობს დღეში კალორიების 35-დან 43%-მდე წვას. გარდა ამისა, მწვანე ჩაი წმენდს ორგანიზმს და კანის მოვლის საუკეთესო საშუალებაა.

5. დალიეთ ცივი წყალი

წყალი ორგანიზმის მაცოცხლებელი ძალაა. გირჩევთ, დალიოთ ცივი წყალი. ამ დროს სხეული წყლის ასათვისებლად კიდევ უფრო მეტ კალორიას დახარჯავს.

6. მიირთვით სანელებლები

ცხარე პროდუქტები, როგორიცაა ჯანჯაფილი, კაიენის წიწაკა, მწვანე წიწაკის სოუსი, ტაბასკო, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ასწრაფებას.

ეს პროდუქტები ხელს უშლის სითხის შეკავებას და ასტიმულირებს ტვინის ტემპერატურის მარეგულირებელ რეცეპტორებს.

7. არ დაივიწყოთ რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმითა და D ვიტამინით, რომლებიც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გაძლიერებას. ცხიმების წვის პროცესის გასაქტიურებლად ჭამის შემდეგ მიიღეთ რძე და რძის პროდუქტები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მალე შედეგიც გაგაოცებთ!