შვრიის დაბალკალორიული ორცხობილები. შეგიძლიათ მიირთვათ მაშინაც, როდესაც დიეტაზე ხართ

შემოგთავაზებთ შვრიის ფანტელებით მომზადებული დიეტური ორცხობილების რეცეპტს. დესერტის შემადგენლობაში არ შედის ფქვილი, შაქარი, ცხიმი.

100 გრ ორცხობილა შეიცავს 120 კკალ და 1,25 გრ ცხიმებს.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უცხიმო ხაჭო 250 გრ
  • შვრიის ფანტელი 100 გრ
  • ვაშლი 1 ცალი
  • ბანანი 1 ცალი
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ. (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)

მომზადების წესი:

  1. ხაჭოს დაამატეთ თაფლი, შვრიის ფანტელი, მარილი და აურიეთ. მომზადებული მასა გააჩერეთ 30 წუთი.
  2. ვაშლი გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაამატეთ ლიმონის წვენი.
  3. ბანანის რბილობი დაჭყლიტეთ და შეურიეთ ვაშლს.
  4. შემდეგ ხაჭოსა და ხილის მასები გააერთიანეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა მასა კოვზით ან სველი ხელით მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. ორცხობილებს მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.
  6. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

მოამზადეთ ოქროსფრად დაბრაწული არომატული ორცხობილები და გაილამაზეთ საუზმე.

გემრიელად მირთვით!