საშინაო მაიონეზის 7 მარტივი რეცეპტი. ყველა ვარიაცია ისეთი გემრიელი გამოდის, მაღაზიაში აღარასდროს შევიძენ

სალათების მოსამზადებლად გჭირდებათ მაიონეზი. მართალია, ბევრი მიიჩნევს ამ პროდუქტს საზიანოდ, მაგრამ თქვენი ხელით მომზადებული მაიონეზი განსხვდადება ნაყიდისგან და არ შეიცავს კონსერვანტებს.

შეგიძლიათ მაიონეზი საერთოდ არ გამოიყენოთ, მაგრამ თუ გიყვართ, მიირთვით შინ მომზადებული. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ მაიონეზის მომზადებას.

რეცეპტი N1

ხელნაკეთი მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედოიენტები:

  • რძე 150 მლ
  • ზეთი 300 მლ
  • მდოგვი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.

შეგიძლიათ მაიონეზის მოსამზადებლად გამოიყენოთ ზეუთუნის ზეთი ან ნახევარი ზეითუნის ზეთი და ნახევარი თქვენთვის სასურველი ზეთი. მდოგვი არ უნდა იყოს ცხარე.

მომზადების წესი:

რძე და ზეთი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მოცემული პროდუქტები 1 წუთის განმავობაში დააბლენდერეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი, მდოგვი და კარგად ათქვიფეთ.

მიიღებთ, დაახლოებით, 500 გრ ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზს. მაიონეზი გამოსაყენებლად ვარგისია 10 დღე.

რეცეპტი N2

გემრიელი მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • დიჟონის მდოგვი 1 ჩ. კ.
  • მარილი 1/2 ჩ. კ.
  • პილპილი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი (ან თქვენთვის სასურველი სხვა ზეთი) 225 მლ

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. მაიონეზი გამოსაყენებლად ვარგისია 10 დღე.

რეცეპტი N3

სამარხვო მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • წყალი 3 ჩ. ჭ.
  • ზეითუნის ზეთი 8 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • მდოგვი 2 ჩ. კ.
  • მარილი 1,5-2 ჩ. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილს ნელ-ნელა დაასხით წყალი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ადუღეთ 1 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  2. ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, შაქარი და მდოგვი  მიქსერით კარგად ათქვიფეთ. მიღებულ მასას ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილის ნარევი. თქვეფა არ შეწყვიტოთ.
  3. მოცემული პროპორციებით შეძლებთ 900 გრ მაიონეზის მომზადებას.

რეცეპტი N4

მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ზეთი 150 მლ
  • შაქარი 5 გრ
  • მარილი მწიკვი
  • მდოგვი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

კვერცხის გული, მარილი, შაქარი და მდოგვი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ზეთი, ლიმონის წვენი და თქვეფთ გასქელებამდე.

რეცეპტი N5 – ვეგეტარიანული მაიონეზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეთი 300 მლ
  • სოიოს რძე 150 მლ
  • მდოგვი 1 ს. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 2-3 ს. კ.
  • შაქარი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

რძე და ზეთი დააბლენდერეთ. მიღებულ ერთგვაროვან მასას დაამატეთ მარილი, მდოგვი, ლიმონის წვენი, შაქარი და ისევ ათქვიფეთ ბლენდერის მაღალ სიჩქარეზე.

რეცეპტი N6 – მწყერის კვერცხის მაიონეზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწყერის კვერცხი 6 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 150 მლ
  • ნახევარ-ნახევარი ჩ. კ. მარილი, შაქარი, მდოგვი
  • შავი პილპილი მწიკვი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • მწვანილი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

კვერცხი, მარილი, შაქარი, მდოგვი და პილპილი დააბლენდერეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ  ზეთი და ლიმონის წვენი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ. თუ გსურთ,  შეურიეთ თქვენთვის სასურველი მწვანილი.

რეცეპტი N7 – ნივრიანი მაიონეზი

  • კვერცხის გული 2 ცალი
  • ზეთი 250 მლ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • მდოგვი 1 ჩ. კ.
  • ძმარი 2 ჩ. კ.
  • ნიორი 3 კბილი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მაიონეზი გამოსაყენებლად ვარგისია 2 დღე.

რეცეპტი N8

შემოგთავაზებთ სოუსის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად გამოიყენოთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.
  • ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • მდოგვი 1 ჩ. კ.
  • არაჟანი 7 ს. კ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი აურიეთ.  შემდეგ შეურიეთ არაჟანი.

არაჟნის სოუსით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები.