შიმშილის გარეშე 5 კილოგრამამდე მარტივად დაიკლებთ, თუ მეტაბოლიზმს დაიჩქარებთ

1066

მოამზადეთ მწვანე წვენი და მარტივად დაიკელით თვეში 5 კილოგრამი. საუზმე ან ვახშამი შეცვალეთ 200-250 მლ მწვანე წვენით. დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ დღეში.

გარდა იმისა, რომ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, მწვანე წვენი ორგანიზმს მრავალ სარგებელს მოუტანს.

გაიჯერებთ ორგანიზმს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ იღებს მწვანილს და ამით უარს ამბობს მინერალებსა და ვიტამინებზე. მოცემული წვენი საუკეთესო ვარიანტია ამ დეფიციტის შესავსებად, რადგან ხილი ფარავს მწვანილის გემოს.

გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, საუკეთესოა სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. გაამდიდრებთ ორგანიზმს ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირებას.

სასმელი წმენდს ორგანიზმს, რადგან იგი გაჯერებულია  საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლს გაწმენდის პროცესის გააქტიურებაში.

სასმელი ახდენს მჟავა-ფუძის ბალანსის ნორმალიზებას და ასუფთავებს სისხლს. იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, C ვიტამინს, კალიუმს, K ვიტამინს, ანტიოქსიდანტებს და ქლოროფილს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას.

ნივთიერებები, რომელიც მწვანე სასმელის შემადგენლობაშია ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმების წვას.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი კვება შეიძლება შეიცვალოს წვენით, იმ პირობით, რომ სხვა კვება დატვირთული იქნება საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტებით. რეკომენდებული არ არის წვენით სადილის შეცვლა, შეცვალეთ მხოლოდ საუზე ან ვახშამი.  როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მიიღეთ 200-250 მლ დღეში.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი ½
  • მწვანილები: ოხრახუშის, სალათის ფურცლების, კამის, ნიახურის, ისპანახის 7-10 ღერი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • გაფილტრული წყალი ან მწვანე ჩაი ან ბალახების ჩაი 150 მლ

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და მიიღეთ მომზადებისთანავე. შედეგს წვენის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ შეამჩნევთ.

მიიღეთ მწვანე წვენი, შეეცადეთ იკვებოთ სწორად და  უსაფრთხოდ მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები, იგძენით თავი ენერგიულად და ახალგაზრდულად. გისურვებთ ჯანმრთელობას!