ხელმისაწვდომი და მარტივად მოსამზადებელი საშინაო ნიღაბი სახის კანისათვის ნამდვილი პანაცეაა

საბედნიეროდ, ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებითაც  არის შესაძლებელი კანის ისეთი პრობლემების აღმოფხვრა, როგორიცაა ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, კანის სიმშრალე, აკნე, ნაწიბურები და სხვა.

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს. უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღაბი   ასწორებს ნაოჭებს, ჭიმავს კანს და ათანაბრებს ტონს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საფუარი 20 გრ
  • ლიმონის წვენი 2 ჩ. კ.
  • წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აურიეთ საფუარი და ლიმონის წვენი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გრეიპფრუტის წვენი). ნარევს დაამატეთ იმ რაოდენობის ცხელი წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და გააჩერეთ 2-3 წუთი.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.