თუკი ყოველღამე ამას არ გააკეთებთ, მაშინ სახის კანი ნაადრევად დაგიბერდებათ.

რამდენჯერ დაგზარებიათ ძილის წინ მაკიაჟის მოშორება? თუკი ხშირადა ამჯობინებთ ღამის რუტინების შესრულების გარეშე დაძინებას, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამით თქვენი სახის კანს ნაადრევი დაბარების რისკს უზრდით. ნახეთ 8 მიზეზი, რის გამოც ღამე მაკიაჯი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ:

გამონაყარისგან დაცვა

გამონაყარი შეიძლება გაგიჩნდეთ მაშინ, თუკი სახეს არ დაიბანთ. ამოვსებული კანის უჯრედები შესაძლოა აკნეს და ანთების გამომწვევი გახდეს. თუკი გამონაყარი ხშირად გაწუხებთ, მაშინ იხმარეთ უზეთო მაკიაჟი და ასევე გამოიყენეთ მიკელარული წყალი მის ჩამოსარეცხად.

დაბერების პროცესის შენელება

მეცნიერულად დამტკიცებულიკა, რომ ყოველღამე ჩვენი კანი რეგენერაციას განიცდის. თუკი ამ დროს ისინი სუფთა არ იქნება, მაშინ უფრო სწრაფად დაგიბერდებათ კანის უჯრედები. ამის გამო ვერ აირიდებთ თავიდან კანის ნაადრევ გაწელვას და ნაოჭების გაჩენას.

სახის მოვლა

დაეხმარეთ ღამით კანის უჯრედებს განახლებაში: მოიშორეთ მაკიაჟი და წაისვით ანტიოქსიდანტების შემცველი დამატენიანებელი კრემები. არაფერი სჯობს სუფთა და ტენიანი სახით დაძინებას. ასევე გახსოვდეთ, რომ მაღალი ხარისხის მაკიაჟის ხმარება ასევე იცავს თქვენს კანს.

ალერგიებთან ბრძოლა

ხილული სიმპტომების არქონის მიუხედავად, თქვენი კანი მაინც შეიძლება ებრძოდეს სხვადასხვა ალერგიებს. ამიტომ მაკიაჟით დაძინებას მარტივად შეუძლია გამოიწვიოს ეგზემა და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები. სიმპტომები შეიძლება თავიდანვე არ გაჩნდეს, თუმცა თუკი ძილის წინ მაკიაჟს არ მოიშორებთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ სიწითლეს, წვას და ქავილს.

კანის პიგმენტაციის თავიდან არიდება

სახეზე შავი წერტილების გაჩენა ყოველთვის მზის სხივების ზემოქმედების ან დაბერების პროცესის ბრალი არ გახლავთ. ისინი შესაძლოა ალერგიული პროცესების სიმპტომები იყოს, თუკი ხშირად არ ისუფთავებთ კანს. ღამით მაკიაჟით დაძინებამ შესაძლოა სერიოზული პიგმენტური დაავადებები გამოიწვიოს.

ტუჩების ტენიანობის შენარჩუნება

თუკი გგონია, რომ დაძინებისას თქვენს ტუჩებზე პომადა არ არის შერჩენილი, მაშინ ძალიან ცდებით. შეიძლება იგი ვიზუალურად არ ჩანდეს, თუმცა ზედაპირზე დარჩენილი ტუჩსაცხი აგრძელებს თქვენი ტუჩების გამოშრობას და საბოლოოდ მშრალი და დაბზარული ტუჩებით გაღვიძებას იწვევს.

თვალების ქვეშ შავი ზოლების გაჩენა

თუკი ხშირად ტოვებთ ღამით მაკიაჟს სახეზე, მაშინ თქვენი თვალების ქვეშ არსებული კანი მალე შავ ფერს მიიღებს. მარტივია დილით იმის შემჩნევა, თუ რამდენად კარგად ჩამოიბანეთ სახიდან მაკიაჟი ძილის წინ. ამაზე თვალების ირგვლივ არსებული კანის სიჯანსაღე მეტყველებს.

წამწამების ცვენა

ღამით სახეზე დატოვებული მაკიაჯი შრება და წამწამების ცვენას იწვევს. ასეთ დროს ქუთუთოები ღიზიანდება და შეიძლება გასივდეს კიდეც. ამის გამო სჯობს გამოიყენოთ ისეთი თვალის მაკიაჟი, რომელიც წყლის საშუალებით მარტივად მოგშორდებათ. მათი ჩამოწმენდისას ყოველთვის სჯობს ჩამოუსვათ ბამბის ნაჭერი ზევიდან ქვემოთ. ასევე არასდროს არ გამოიყენოთ წრიული მოძრაობა თვალების გაწმენდისას, რადგან ამას წამწამების გატეხვა შეუძლია.