სოდა უნიკალური ინგრედიენტია. ის აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობისა და კოსმეტოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ.
შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე მომზადებული უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თვალების ირგვლივ კანის გაღიავებას. ნიღაბი მოგაშორებთ თვალების ქვეშ ჩანთებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გვირილას ჩაი 1 ფინჯანი
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, მოამზადეთ გვირილას ნაყენი და თბილს შეურიეთ სოდა. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ფირფიტები, დაწექით, თვალები დახუჭეთ და დაიდეთ საფენი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ თბილი წყლით და თხელ ფენად წაისვით ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი ან ქოქოსის ზეთი.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ თვალის ირგვლივ კანი გაგიღიავდებათ და მოიშორებთ თვალის ქვეშ ჩანთებს.
მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ეს პრობლემა თირკმელების დაავადებებით არის გამოწვეული, მაშინ ნიღაბის საშუალებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.