შესქელებული რძე ყველასთვის საყვარელი დესერტია. შემოგთავაზებთ ხელნაკეთი მოხარშული შესქელებული რძის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ფუნთუშებთან, ბლინებთან ერთად ან სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- რძის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 50 გრ
- წყალი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. შაქარი მთლიანად უნდა გადნეს.
- შემდეგ დაამატეთ კარაქი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ცალკე ჭურჭელში აადუღეთ რძე და ნელ-ნელა დაამატეთ მომზადებულ კარამელს, თან ურევთ განუწყვეტლივ.
- ადუღებულ მასას დაამატეთ რძის ფხვნილი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 3 წუთი.
გააგრილეთ და ხელნაკეთი მოხარშელი შესქელებული რძეც მზად არის.
მოამზადეთ საოცრად არომატული გემრიელობა და გაახარეთ თქვენი პატარები. გემრიელად მიირთვით!