თმა ძლიერი, ლამაზი და მოცულობითი რომ იყოს, სალონის პროცედურების ნაცვლად, კვირაში ერთხელ ამ ნიღაბს ვიკეთებ

იმისათვის, რომ ლამაზი და მბზინვარე თმა გქონდეთ, აუცილებელია თმის რეგულარულად კვება და დატენიანება.

სასურველი შედეგის მისაღებად არ არის აუცილებელი   ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება. უმჯობესია, გადახედოთ ნატურალურ რეცეპტებს და ბუნებრივი ინგრედინტებით დატვირთული ბიუჯეტური, საოცრად ეფექტური და უსაფრთხო საშუალებები გამოიყენოთ.

შემოგთავაზებთ უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით მომზადებული თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს. ხელნაკეთი ნიღაბი აძლიერებს თმას, ჰმატებს მოცულობას, მბზინვარებას. სასურველ შედეგს რამდენიმე გამოყენების შემდეგ მიიღებთ.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ვიტამინი E 5-7 კაფსულა (დამოკიდებულია თქვენი თმის სიგრძეზე)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ჯანჯაფილი გათალეთ, გახეხეთ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ.
  2. ნარევი შეიზილეთ თმის ძირებზე, მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
  3. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

მოცემული საშუალების გამოყენებამდე ჩაიტარეთ პატარა ტესტი და გაარკვიეთ, ხართ თუ არა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული. მომზადებული მასის მცირე ნაწილი წაისვით კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი. თუ შეამჩნევთ ალერგიულ გამოვლინებას ნიღაბი არ გამოიყენოთ.