როგორ მოვამზადოთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი ტკბილეული მარტივი რეცეპტის მიხედვით

ყველასთვის საყვარელი ორცხობილა ,,კაკლები“ და ბავშვობის ტკბილი მოგონებები. მიჰყევით რეცეპტს და თუ კიდევ შემოგრჩათ ამ გემრიელობის გამოსაცხობი ფორმა, აუცილებლად მოამზადეთ.

უგემრიელესი ორცხლობილას მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 120 გრ
  • კარაქი ან მარგანინი 100 გრ
  • ნიგოზი 100 გრ
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • ძმარი ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი და მარილი. კვერცხი ათქვიფეთ და დაამატეთ კარაქიან მასას. შემდეგ შეურიეთ ძმრიანი სოდა. ბოლოს შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს ელასტიური.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. სველი ხელით გამოხელეთ პატარ-პატარა გუნდები და ჩააწყვეთ ფორმაში.
  3. გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე. ოქროსფრად დაბრაწულ ორცხობილებს უსწორმასწორო გვერდები დანით შემოაჭერით ამოავსეთ შესქელებული რძით. ერთი ნაწილის შუაში ჩადეთ ნიგვზის ნახევარი ლებანი და შეაერთეთ მეორე ნაწილთან.

უგემრიელესი ,,კაკლები“ დასაგემოვნებლად მზად არის. გემრიელად მიირთვით!