მათემატიკური განტოლება, რომელმაც ინტერნეტი ორ ბანაკად დაყო, საბოლოოდ მათემატიკოსმა ამოხსნა.
რამდენიმე დღის წინ Twitter–ზე გამოჩნდა ერთი შეხედვით მარტივი დავალება. პოსტს 4 ათასი გაზიარება, 15 ათასი მოწონება ჰქონდა და ინტერნეტ სივრცეში ომის მიზეზი გახდა.
განტოლების სირთულე მისი ორი პასუხი იყო.
სოციალური ქსელის ნახევარმა პასუხად მიიღო 16, მეორე ნახევარმა- ერთი. ხუთი დღის განმავლობაში, ტვიტერი ამ განტოლების ამოხსნის მეთოდებით იყო სავსე.
იმის გამო, რომ მათემატიკის ფაკულტეტის ასისტენტის, ჰან ფრის, მეილი გადაივსო, მან თქვა, რომ პრობლემა განტოლების ორაზროვანი მართლწერა იყო.
”ფრჩხილებში მოცემულია (2 + 2) და საკმაოდ მარტივია ამის ამოხსნა – ეს ტოლია ოთხის. მაგრამ რას ნიშნავს დანარჩენი განტოლება? 8 ÷ (2 × 4) = 1? ან არის იქნებ (8 ÷ 2) × 4 = 16? ”- იკითხა მან.
ამიტომ, მისი აზრით, ორივე, ვინც პასუხად 16 ან 1 მიიღო, მართალია: ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითვლით.
სხვადასხვა სკოლაში ასწავლიან სხვადასხვა მეთოდებს. ასეთ შემთხვევებში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ისინი ჩვეულებრივ, წილადებს იყენებენ და არა გაყოფის ნიშანს.
მოკლედ, ეს მხოლოდ ცუდად დაწერილი მაგალითია. ასე რომ, თქვენ მაინც გამოთვალეთ და კომენტარებში მოგვწერეთ პასუხი.