ორგანიზმს გამართულად ფუნქციონირებისთვის რეგულარულად სჭირდება დეტოქსიკაცია. დაგროვილი ტოქსინები იწვევს თავის ტკივილებს, დაღლილობას, ქრონიკულ დაავადებებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა.
გთავაზობთ მარტივ და ძალიან ეფექტურ საშუალებას, ეს არის აბაზანები. 20 წუთის განმავლობაში იღებთ აბაზანას, დუნდებით, ისვენებთ, ორგანიზმს აღავსებთ ენერგიით, წმენდთ ტოქსინებისგან და თავს ბევრად უკეთ გრძნობთ, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ.
თუ თქვენ კვირაში ერთხელ გამწმენდ აბაზანას მიიღებთ ორგანიზმს მრავალ სარგებელს მოუტანთ.
აბაზანა ამშვიდებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილს, დაგიამებთ კუნთების, ზურგის, სახსრებისა და მუხლების ტკივილს, მოგიხსნით სტრესს, უძილობას და მთელი ღამის განმავლობაში შეძლებთ მშვიდად დაძინებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, შეგივსებთ მაგნიუმის დეფიციტს, გამოდევნის ტოქსინებს, მოგიხსნით შეშუპებას, ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს.
სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მაგნიუმის სულფატი 50 გრ
- ზღვის მარილი 100 გრ
- საკვები სოდა 100 გრ
- ლავანდის ეთერზეთი 10 წვეთი (აქვს დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ეფექტი)
- 1 ცალი გრეიპფრუტი წვენი (აღგავსებთ ენერგიით)
- პიტნისა (მოგიხსნით დაღლილობას) და კალენდულას (ან სალბის, ქრისტესისხლას, კრაზანას) 500 მლ ნაყენი
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, ამზადებთ პიტნისა და კალენდულას ან ჩამოთვლილთაგან თქვენთვს სასურველი მცენარის ნაყენს, შეგიძლიათ ბალახების ნარევიც გამოიყენოთ. 500 მლ წყალი აადუღეთ და დაასხით 3 ს. კ. გამხმარ ბალახს და პიტნის რამდენიმე ღეროს. ნაყენი დააყოვნეთ 30 წუთი და შემდეგ გადაწურეთ.
- მზა ნაყენი და დანარჩენი ინგრედიენტები დაამატეთ თბილი წყლით სავსე ვანას, ჩაწექით და დაისვენეთ 15-20 წუთი. ნება მიეცით თქვენს სხეულს, მოდუნდეს და ინგრედიენტები აითვისოს.
ოპტიმალური შედეგისთვის, აბაზანის შემდეგ დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი. გისურვებთ ჯანმრთელობას!