ორ კომპონენტიანი ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ძალიან დამეხმარა სოკოვანი ინფექციის მკურნალობაში

0
7037

სტატიაში შემოგთავაზებთ სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორი უმარტივესი ინგრდიენტი.

ფრჩხილის ფირფიტის გაყვითლება, აქერცვლა, ბზარების გაჩენა და თითებს შორის ქავილი-სოკოვანი ინფექციის სიმპტომებია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ყოველ მე-5 ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა.

დაქვეითებული იმუნიტეტი, მოუხერხებული ფეხსაცმელი, ფეხის მომატებული ოფლიანობა-ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორებია. და თუ შეამჩნევთ ფეხებზე სოკოვანი ინფექციის ნიშნებს, დაუყონებლივ გადადით მოქმედებაზე.

ხალხური მედიცინის საშუალებებმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. შემოგთავაზებთ სოკოს საწინააღმდეგო საუკეთესო ნატურალური საშუალების რეცეპტს, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება.

ყველა ოჯახის სამზარეულოში მოიძებნება უძლიერესი სამკურნალო და ძალიან იაფი პროდუქტები: ჩვეულებრივი საკვები სოდა და ვაშლის ძმარი. სწორედ, მათი წყალობით შეძლებთ გათავისუფლებას ამ მავნე ინფექციისგან.

თასში აურიეთ 1 წილი ვაშლის ძმარი და 3 წილი თბილ წყალი.  მომზადებულ ხსნარში 20 წუთით ჩაყავით ფეხები და შეიშრეთ ისე, რომ არ შეიმშრალოთ. ხელახლა ჩაასხით თასში 2 ლ თბილი წყლაი და გახსენით 2 ს. კ. სოდა. ნარევში ჩაალბეთ ფეხები და გააჩერეთ 15 წუთი. ზედმიწევნით შეიმშრალეთ ფეხები და  დაზარალებული ფრჩხილის ყველა უბანი ფრთხილად მოიჭერით.

სოკოვანი ინფექციის დასამარცხებლად სამკურნალო პროცედურები ყოველ საღამოს უნდა ჩაიტაროთ, სანამ ჯანმრთელი ფრჩხილი არ გაგეზრდებათ. ამ მეთოდის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ სოკო კვდება მჟავე გარემოში და სოდა ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

თუ ინფექცია გავრცელებულია, მაშინ აბაზანის შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ ჩაის ხის ზეთი, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.