ფუმფულა კექსი ყაყაჩოს თესლითა და ქიშმიშით. უნაზესი და ძალიან გემრიელი დესერტი სულ რამდენიმე წუთშ

მოცემული რეცეპტი განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც ყაყაჩოს თესლით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი მოსწონთ. მადისაღმძვრელი ნაზი, რბილი და ფუმფულა კექსი ძალიან გემრიელია. კიდევ უფრო მეტ არომატს შემატებთ თუ კექსს შეხვევთ ფოლგას და დატოვებთ მთელი ღამე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • ყაყაჩოს თესლი 140 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 170 გრ
  • კონიაკი ან არაყი 2 ს. კ.
  • რომი ან ნუშის ესენცია 1 ჩ. კ.
  • ქიშმიში 100 გრ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გაადნეთ კარაქი.
  2. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, ყაყაჩოს თესლი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი.
  3. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააშრეთ, დააყარეთ 1 ს. კ. ფქვილი და აურიეთ.
  4. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  5. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილიანი ნარევი.
  6. ბოლოს შეათქვიფეთ გამდნარი კარაქი, კონიაკი, ნუშის ესენცია და ქიშმიში.
  7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  8. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი (აუცილებლად შეამოწმეთ კბილის ჩხირით).

მზა დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. თუ გსურთ, დაფარეთ გამდნარი თეთრი ან შავი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!